- ძალადობის მსხვერპლის სტატუსის, როგორც სერვისის მიღების წინაპირობის, მოხსნის აუცილებლობაზე. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს მსხვერპლის მიერ სახელმწიფო, თუ ადგილობრივ დონეზე არსებული მომსახურების დროულ მიღებას;
- ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ქალთა დასაქმებისთვის შესაბამისი გარემოპირობების შექმნით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას და ასევე, მეორად ვიქტიმიზაციას. მსხვერპლს აღარ ექნება გამოუვალი მდგომარეობა ისევ დაბრუნდეს ძალადობრივ გარემოში. ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვანია ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება, რაც მაგალითად, მარტოხელა დედას გაუადვილებს დასაქმების შესაძლებლობას;
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის შსს-ის რელევანტური სამსახურების, მაგალითად, მართლწესრიგის ოფიცრების (სადაცაა უბნის ინსპექტორების) გაძლიერებაზე;
- პოტენციური მოძალადეებისათვის ადრეული მუშაობის დანერგვაზე - ქცევის კორექციის პროგრამებში ადრეულ ეტაპზე ჩართვა, ვიდრე ისინი პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვდებიან.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
2021 წლის 11 ნოემბერს ონლაინ გაიმართა ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. სხდომაში მონაწილეობდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ძირითადი ინდივიდუალური მიღწევები და გამოწვევები, რაც თან ახლავს გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.
კომისიის სხდომას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეკატერინე გამახარიამ დისკუსიისას დამსწრეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება გაუზიარა და მოკლე დროის მიუხედავად, ყურადღება გადაუდებელ საჭიროებებზე გაამახვილა. კერძოდ: