ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

2021 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატში — „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები — ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობაზე სამოქალაქო საზოგადოებასთნ დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქალთა ორგანიზაციებთან საკონსულტაციო პლატფორმების შექმნის და ამოქმედების მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა, ყველა დარგობრივი სახელმწიფო სამინისტროს მიერ „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების“ საკითხების ირგვლივ  ქალთა ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობის  აუცილებლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის“  დაგეგმვის და შემუშავების პროცესში ქალთა ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის, კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოებიდან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) და მასში გენდერული განზომილების გათვალისწინებას, რაც უფრო სიცოცხლისუნარიანს და ქმედითს გახდიდა მას.

ფოტო ეკუთვნის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები