ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ქალთა და ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების მწირ შესაძლებლობებზე; სკოლებისა და ამბულატორიების ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არ არსებობაზე; სოფლებში წყალმომარაგების მწვავე პრობლემებზე, დევნილთა განსახლების ცენტრების ავარიულ შენობებში დღემდე განუსახლებელ ოჯახებზე, სოფლებში ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაბამისი სივრცეების არ არსებობის საკითხებზე და სხვა.
ეკატერინე გამახარიამ მოკლედ მიმოიხილა ის მიგნებები და გამოწვევები, რომელიც რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელების შედეგად იქნა იდენტიფიცირებული, მათ შორის, უსაფრთხოების და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დევნილა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა არასაკმარისი ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე დროული და ქმედითი რეაგირების მექანიზმის არარსებობა; სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილებისთვის არსებულ ბარიერებზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე და სხვა.