მკურნალობა, სურსათის ნაკრები, გადასახადები, კონსულტაციები – დახმარება უკრაინელებს

ერთ-ერთი უკრაინელი ქალი ონკოლოგიაში მკურნალობას გადის და ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, სამედიცინო პროცედურებს ვუფინანსებთ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც მას გვერდში უდგას ამ რთულ პერიოდში. ანალიზების შემდეგ კარგი ამბები გავიგეთ - მე-4 სტადია არ დადასტურდა და ის განაგრძობს ბრძოლას…

ჩვენს ბაზაში უკრაინიდან 337 ლტოლვილია. ოქტომბერში ბაზაში დავამატეთ 16 ადამიანი. დახმარება გავუწიეთ 31 ოჯახს და 2 ქალს. სამ ოჯახს ვუგრძელებთ საცხოვრებლის თანხის გადახდას, ამ კატეგორიას დაემატა კიდევ 9 ოჯახი.

ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების ძებნასაც. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი  სამკერვალო ფაბრიკაში მოვაწყვეთ. ამ მომენტში არის მცხობელის ვაკანსია მამაკაცისთვის.

ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაციები. ისინი მონაწილეობენ ქართველი და უკრაინელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ფსიქო-სარეაბილატაციო სეანსებში. ასევე ვთავაზობთ იურისტის კონსულტაციებს. ჩვენ მოგვმართა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჩამოსვლისთანავე, ვითომ საცხოვრებლის ყიდვისთვის გამოართვეს 1500 დოლარი და მიიმალნენ - სამწუხაროდ, თაღლითების კვალს ვერ მიაგნეს.  მას დღემდე ეხმარება იურისტი, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა. ჩვენგან მიიღო სურსათის პაკეტი და ასევე ვეხმარებით ბინის თანხის გადახდაში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობს, კავშირშია ყველასთან, ვისაც უკრაინელების დახმარების შესაძლებლობა აქვს. ჩვენ მოგვმართეს „წითელი ჯვრიდან“ და განიხილავენ, როგორ და რითი შეუძლიათ დახმარება.

ვცდილობთ, მხარში დავუდგეთ რთულ მდგომრეობაში მყოფ ადამიანებს. არა მარტო ჩვენი ბენეფიციარები, არამედ სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებიც აღნიშნავენ ჩვენს დახმარებას, რომელიც წვრილმანებამდე გვაქვს გათვლილ-გააზრებული და მადლობას ამბობენ ჩვენი მისამართით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები