წლის ბოლო თვეს

დეკემბერში ჩვენს მონაცემთა ბაზაში 32 ახალი ადამიანი დავამატეთ.

წლის ბოლო თვეს:

- საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დავეხმარეთ 45 ოჯახს (ეს არის 98 ადამიანი)

- 14 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა

- 5 ოჯახს აუნაზღაურდა კომუნალური გადასახადები

- ოპერაციების თანხის ნახევარი დაუფინანსდა ორ ონკოპაციენტს. ერთ-ერთ მათგანს კვლევის საფასურიც გადავუხადეთ.

- ერთ მამაკაცს  ფული ჩავურიცხეთ სატელეფონო საუბრისთვის

- ფსიქოლოგიურ შეხვედრებში მონაწილეობდა 30-მდე ადამიანი.

15 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების საუკეთესო პრაქტიკა“.  მასში მონაწილეობდა ყველა, ვინც მუშაობს მხარდამჭერთა ჯგუფში. ტრენერმა ქეთი ვასაძემ გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩვენი მუშაობის მიმართულებები. მოვახდინეთ მათი სტრუქტურირება და შევიმუშავეთ ახალი იდეები.

19 დეკემბერს ჩვენმა ორგანიზაციამ წერეთლის უნივერსიტეტის დარბაზში მოაწყო წმინდა ნიკოლოზის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული: მისალმებები, სიმღერები, ცეკვები, სპექტაკლი, ფურშეტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინელი ბავშვები და მათი დედები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრადიციის თანახმად, ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს კეთილი წმინდა ნიკოლოზისგან.

უკრაინელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ჩვენს მხარდაჭერას და ძალიან გვემადლიერებიან ამისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები