სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევების პრეზენტაციაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა: „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“ და „გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები“. ღონისძიებას საერთაშორისო, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ კომფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების პრობლემები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხები და ა.შ.