ყველას მისწვდა ჩვენი სიკეთე

უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც  იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში. 

ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.

უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.

მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.

მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

3 მარტს გაიმართა ფილმის „მარიუპოლი 2“ საქველმოქმედო ჩვენება კინოთეატრ „საქართველოში“. შემოსული თანხა გადაერიცხა ორგანიზაციას „ქუთაისი დნიპროსთვის“.

7 მარტს გაიმართა კამპანია „ქუთაისი დნიპროსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. იქ მოწყობილ ბაზრობაზე მონაწილეობა მიიღო 7-მა უკრაინელმა, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი ნახელავი. ყველაფერი გაიყიდა და ძალიან გახარებულები დარჩნენ შემოსავლითაც და იმითაც, რომ მოხდა მათი საქმიანობის რეკლამა.

8 მარტს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზეც მიიღეს მონაწილეობა ქუთაისში მცხოვრებმა უკრაინელებმა.

თვის მანძლზე ტარდებოდა ფსიქოლოგიური შეხვედრები მსურველებისთვის. უკრაინელმა ფსიქოლოგებმა ასევე მოაწყვეს ტრენინგი ქალებისთვის ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები