„სონიაშნიკი“, გრანტები და ა.შ.

წყალტუბოში American Spaces-ის საზაფხულო ბანაკს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი მოზარდებიც შეუერთდნენ ჩვენი დახმარებით. „სონიაშნიკის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, მათ ბანაკში ოთხი დღე გაატარეს მხიარულად და საინტერესოდ. ბავშვებმა ქართველი მეგობრები გაიცნეს და დაუმეგობრდნენ. მშობლებმა მადლობა გადაგვიხადეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ მათ სასარგებლო ინფორმაციებს.

სასიხარულოა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ვიქტორია კრავჩენკომ დაასრულა მანიკურის კურსი. ერთ-ერთი ორგანიზაციისგან კი სამმა ქალმა გრანტი მიიღო: იულია რეზვანმა - საცხობის აღჭურვილობისთვის, ეკატერინა მირნაიამ - ავტოსამრეცხაოსთვის და ირინა კოზაკმა - აფრო-ნაწნავების გასაკეთებლად. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

უკრაინიდან ლტოლვილებისთვის არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომელსაც ისინი იღებენ ფონდ „სოხუმში“. ჩვენ ვაცნობეთ, რომ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს მათთვის ასევე ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია CRISP. მსურველებმა შეავსეს კითხვარი და მიიღებენ მათთვის საჭირო სერვისს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები