ზუგდიდი: ადვოკატირების მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა ონლაინ გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შედეგებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში დასრულდა ადვოკატირების პროცესისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ადვოკატირება ორი პრობლემის მოგვარებისთვის. ზუგდიდის მერიაში შესაბამისი წერილები დაარეგისტრირეს. ადვოკატირების პროცესი აქტიურად გაგრძელდება სექტემბერში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით