ნომრები - 37 კორპუსზე
ფოთის დევნილთა დასახლებაში ბინების ნუმერაციის პრობლემა გადაწყდა - თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობით 37 კორპუსს პირველად მიეკრა ნომრები. აწი გაგრის და აფხაზეთის ქუჩებზე კორპუსის პოვნა გამარტივდება.
თემში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნომრების არარსებობა დაბრკოლებას ქმნიდა - გადაუდებელი სამსახურების გამოძახებისას კორპუსის პოვნა ჭირდა, რაც რისკს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
პრობლემის მოსაგვარებლად დამზადდა ნუმერაციის 37 ტაბლო და დასახლებას გადაეცა ყველა საჭირო მასალით (სამაგრი, სილიკონი, ხრახნდამჭერი). გაკვრის პროცესში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო.
მსგავსი ტიპის მხარდაჭერით დევნილთა დასახლებას არასდროს უსარგებლია და ამ ინიციატივამ თემში განსაკუთრებული მადლიერება და მოტივაცია შექმნა.
სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ფოთის თვითდახმარების ჯგუფი გეგმავს სხვა პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/16004-37#sigProIdb1ef29c67d
