ეკატერინე გამახარიამ ყურადღება გაამახვილა გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობაზე და გენდერული პერსპექტივების ჩართვის აუცილებლობაზე კონფლიქტის პრევენციის ყველა ციკლში. მან ხაზი გაუსვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში, ძალადობისა და კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით, მონაცემთა ანალიზსა და რეაგირების სტრატეგიის შემუშავებაში. მან მოიყვანა მაგალითები, თუ რატომ და როგორაა შესაძლებელი, ქალებმა და გენდერულად მგრძნობიარე ინდიკატორებმა, ხელი შეუწყონ ადრეული გაფრთხილების უფრო ეფექტურ სისტემას და შესთავაზა ეუთოს და საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემების ეფექტიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
ეუთოს ტრიბუნიდან - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).
პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).