ტრენინგები ახალგაზრდებთან                                            

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაისტორია, შემდგომი განვითარება და შედეგები“- ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ტრენინგები სენაკის, წყალტუბოს, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან.

მონაწილეებმა მოისმინეს, რა უძღოდა კონფლიქტის დაწყებას  და როგორ განვითარდა მოვლენები. ქრონოლოგიის განხილვის პროცესში ისინი სვამდნენ შეკითხვებს: რატომ ვერ მოხერხდა სიტუაციის მართვა, ვინ იყო დამნაშავე, რატომ მივედით ამ შედეგამდე.

ტრენერმა ქეთი ვასაძემ მონაწილეებს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო საქმიანობაში ნდობის აღდგენა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

დასასრულს მონაწილეებმა საკუთარი განწყობა უკუკავშირით გამოხატეს:

„საინტერესო იყო ჩემთვის კონფლიქტის ეტაპების განხილვა. მშვიდობის მშენებლობას ყოველთვის აქვს აზრი, ახალგაზრდების როლი დავინახე, შეგვიძლია ნდობის აღდგენის კუთხით უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები“.

„მე დევნილი ვარ, ბევრი ახლობელი მყავს აფხაზეთში. ვიცი, როგორია იქ განწყობა. კონფლიქტის შედეგებით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი. ახალი ურთიერთობები უნდა დავიწყოთ. ეს შეგვიძლია.“

„სკოლაში ხშირად ვატარებთ ღონისძიებებს აფხაზეთის თემაზე. ბევრ რამეს ვსწავლობთ ისტორიიდანაც. მაგრამ დღევანდელი შეხვედრა სულ სხვაა. ტრენინგმა ბევრი ინფორმაცია მომცა, ბევრი საკითხი ჩემთვის სიახლეა.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები