ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.
რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 18-19 ივლისს ბათუმში, პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდა ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.
მონაწილეების თქმით, ეს ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, ხონის წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის ქალთა ქსელის წევრები.
სიუჟეტში პროექტის ასისტენტები ვრცლად საუბრობენ პროექტისა და ტრენინგის შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, პრობლემათა იდენტიფიცირება და მართვა - ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
- ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ქალებს მისცემს საშუალებას, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და არსებული სერვისებით ისარგებლონ, - ასე ფიქრობენ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეები.
თვის განმავლობაში შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული. 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. მათთან მუშაობას ფსიქოლოგი და იურისტი აგრძელებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა 10 ქალთან (ნიკეას ქუჩის 1-ლი შესახვევი №13).
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლია გოლეთიანმა ადვოკატირების საკითხებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა დევნილებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდა.
სპორტული მოედანი, სახურავის შეღებვა-შეკეთება, ძელსკამების შეკეთება - ამ საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრის მონაწილეებმა. მზადდება წერილები დასახელებულ პრობლემებზე და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ონლაინ გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ოთხ თემში მცხოვრები დევნილები, ამიტომ მათ ოთხი ინიციატივა წარმოადგინეს.
ჯგუფის წევრებმა თავიანთ თემში უკვე შეისწავლეს პრობლემები და მოახდინეს მათი რანჟირება. ოთხივე თემში მალე დაიწყება სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დევნილთა მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
21-23 ივლისს სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ და პარტნიორი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების წევრებისთვის. თემა - გენდერული ზეგავლენის ანალიზის (GIA) მეთოდოლოგია და პრაქტიკა. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ტრენერი ბლერინა ჰანი.
მონაწილეებმა მიიღეს მათ მიერ არჩეული საკითხების გენდერული ზეგავლენის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა-უნარები; გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პრაქტიკას პროგრამების/პროექტების გენდერული ზეგავლენის შესწავლის კუთხით.
პროექტის მიხედვით, ტრენინგის შემდგომ დაგეგმილია კვლევა, რომელსაც პარალელურად ჩაატარებენ სამუშაო ჯგუფები. საკვლევი თემა - სკოლამდელი განათლების და დაწყებითი განათლების პროგრამების შერჩეული კომპონენტების გენდერული ზეგავლენის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)