ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე განხორციელებული მინი პროექტების შესახებ ისაუბრეს.ჯგუფის ლიდერებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს,შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს.
კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.ისინი მომდევნო თვეებშიც აქტიურად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.ახალგაზრდებმა გააცნობიერეს,რომ მათი როლი მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.ისინი სამშვიდობო მიმართულებით მომდევნო თვეშიც იმუშავებენ.
დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ იმსჯელეს,რომლებიც ადვოკატირების პროცესში გამოიკვეთა. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული აქტივობებით შეეცდება პრობლემების მოგვარებას.
კონკურსი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტების, ბლოგერების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს ჩართვას გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების ეთიკურ და პასუხისმგებლიან გაშუქებაში.
კონკურსის პირობები იხილეთ ჩვენს საიტზე ატვირთულ დოკუმენტში.
ნინო გორგოძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის ფორმებსა და მის აუცილებლობაზე საკუთარ დასახლებებში აგრძელებენ აქტიურ შეხვედრებს. ნიკეას ქუჩის #21-ში მცხოვრები დევნილების პრობლემას წარმოადგენს შენობის დანესტილი კედლები, რომლებიც უხვი ნალექის დროს უფრო ზიანდება და ადამიანების ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის. გამოკვეთილი პრობლემის მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრების მიერ მზადდება წერილი და იგეგმება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები, რომელთაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრი უწევს კოორდინირებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
უკრაინელი ბავშვებისთვის ივლისში ხუთდღიანი სადღეღამისო ბანაკის ორი ნაკადი მოეწყო. მათთვის დაუვიწყარი იყო ეს დღეები: საინტერესო თავგადასავლები, თამაშები, ახალი ნაცნობობა და მეგობრობა.
გართობის და გახალისების გარდა, ბანაკი დაეხმარა ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, დააგროვეს გამოცდილება. ეს დღეები განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ბანაკელების ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ძალადობის მსხვერპლთა სერვისებზე, გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებს ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა საჭიროებებზეც ისაუბრეს: აღინიშნა, რომ ახალი პროფესიები, ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები ხელს შეუწყობს ქალების დამოუკიდებლობას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
მონაწილეებმა ცალსახად გამოკვეთეს, რომ ქალი არ არის დაცული, მავნე სტერეოტიპების მსხვერპლია. მიაჩნიათ, რომ ინფორმირება და განათლება შექმნის პრევენციულ გარემოს და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობის გაძლიერება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის გონება მიმართულია დასვენებისკენ, ამიტომ ფსიქოლოგის შეხვედრების თემა იყო „განტვირთვა და დასვენება“. თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენებას, რადგან სამსახურით და საშინაო საქმეებით დატვირთული კვირის შემდეგ ძალების აღდგენა აუცილებელია.
როდესაც ვახსენებთ დასვენებას, პირველი, რაც გვახსენდება, არის ძილი, მაგრამ გამოძინება საკმარისი არ არის. არსებობს განტვირთვის სხვადასხვა ფორმა. შეხვედრებზე სწორედ განტვირთვის 7 ფორმებზე ისაუბრეს: ფიზიკური, მენტალური, სოციალური, სულიერი, ემოციური, სენსორული და შემოქმედებითი განტვირთვა. დასვენება არ არის წელიწადში ერთხელ ქალაქგარეთ ან ქვეყნის საზღვრებს მიღმა წასვლა. განტვირთვის სახეობებიდან მარტივი აქტივობის ამორჩევა და შესრულება ყოველდღიურად შეგვიძლია - ეს აუცილებელია შინაგანი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ ივლისში შეხვედრები გამართა ჩოხატაურის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სამტრედიის, წყალტუბოს და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სხვადასხვა თემაზე დადგმული სცენების შემდეგ მაყურებელი დისკუსიაში ერთვება და ყოველთვის მესამე პირში საუბრობს. თუმცა ძალადობის ისეთ ისტორიებს ყვება, ადვილად მიხვდები, რომ საკუთარი ან მისი ახლობლის ისტორიაა. რეალობაზე აგებული სცენები შთამბეჭდავად მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე. ამიტომაც ყოველთვის აქტიურია აუდიტორიის ჩართულობა.
ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისის პარკებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თერჯოლელი ქალებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო - პრაქტიკული სწავლება ესთეტიკური ცენტრის „სოფიანას“ ბაზაზე მიმდინარეობს მისი დამფუძნებლის, კოსმეტოლოგ სოფიო ბანძელაძის მენტორობით
დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები სწავლობენ კლასიკურ კოსმეტოლოგიას, სახის კანის ტიპებს, მათთან დაკავშირებულ დაავადებებს, მოვლას, წმენდას, მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს და სახის მასაჟს
ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებით, ეს სასწავლო კურსი თერჯოლელ ქალებს ახალ პროფესიულ უნარს შესძენს, რაც შეუძლიათ დამოუკიდებელ საქმედ აქციონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ინიციატივების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც დევნილთა თემებში განსაკუთრებით აქტუალურია. პრობლემათა რანჟირების პროცესში მთელი ჯგუფია ჩართული. იდენტიფიცირების შემდეგ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა იგეგმება, რაც პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას გულისხმობს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქსელის შესაძლებლობების გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას დევნილთა თემებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით