ხონის ქალთა ქსელის წევრებთან ონლიან ფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ქსელის წევრებმა გამოკვეთეს ადგილობრივი თემის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გადაჭრიან.

შეხვედრაზე მოხდა პრობლემების რანჟირება პრიორიტეტების მიხედვით. გადაწყდა, რომ ქსელის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას დევნილთა თემს გააცნობენ, რის შემდგომაც შეიმუშავებენ განაცხადს და წარადგენენ დასაფინანსებლად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა ქსელის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება. განიხილეს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ თემში. მათი აქტიურობა ხელს შეუწყობს  თემის გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას.

ქუთაისელი ქალები ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგზე, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ბათუმში ჩატარდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ფონდმა „სოხუმმა“ 18-19 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტრენინგი გამართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდა 40 ქალი ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

ტრენინგი პარალელურად ორ ჯგუფში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანური უსაფრთხოების არსზე და შეაფასეს მისი მნიშვნელობა კონფლიქტის გადაჭრაში.

მონაწილეებმა ინტერესით განიხილეს კიბერუსაფრთხოების და მედიაწიგნიერების საკითხები.

თემების განხილვას თან ახლდა თემატური და სახალისო სავარჯიშოები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, რადგან ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილეების თქმით, ტრენინგის ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის ქალთა ქსელის წევრებთან. მუშაობის ახალი ეტაპი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ გაფართოებას, ქსელის წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას. ქალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება და განიხილეს თავიანთი თემებისთვის  მნიშვნელოვანი საკითხები. მათ, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ხუთი მუნიციპალიტეტიდან 40 ქალის ჩართვას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე,ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს.წყოუშის თემში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სპორტული მოედნის განახლება დასახელდა.გამოიკვეთა , რომ მოედანი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს,არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შეხვედრაზე ქალთა ჯგუფის წევრებმა განსახორციელებელი აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

 წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა საპროექტო აქტივობების შეფასებით დაიწყეს . ლიდერებმა პრეზენტაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით სამშვიდობო თემების პოლულარიზება გამოყვეს.   მაღალი  დაინტერესების ფონზე ისინი ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობით შეეცდება გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას. მონაწილეებს კონკრეტრული დავალებები აქვთ მიღებული , რომლებიც ეფექტიანი ადვოკატირების გარანტი გახდება.

 - რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა.  ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი   მშვიდობის თემის პოპულარიზება  შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან.  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც  ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა დაასრულეს მუშაობა მინი პროექტზე:"გამარჯობა აფხაზეთო შენი!",რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა-დისკუსია მშვიდობის თემაზე,შეხვედრა თანატოლებთან,ფილმის ჩვენება და გაანალიზება.პროექტის მიზანს მშვიდობის თემის პოპულარიზება წარმოადგენდა. ქალთა საინიციატივო ჯვუფის წევრებმა ადვოკატირების თემაზე იმუშავეს.მონაწილეებმა დასახელებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.შემუშავდა ადვოკატირების გეგმა ,რომლის მიხედვით ჯგუფის წევრები პროცესის ეფექტიანად განხორციელებას შეეცდებიან.

ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ ორგანიზებით , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის სკოლაში , ახალგაზრდებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“. შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, კონფლიქტების მართვა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება-ეს იყო ტრენინგის მიზანი.  პირველ  ნაწილში ისაუბრეს, ისტორიულად თუ რა როლი ქონდა მედიაციასა და შუამდგომლობას,დღევანდელობასთან გაივლო პარალელიც. მეორე, თემატური ბლოკი დაეთმო მედიაციის არსს და იმ უნარების დეტალურ განხილვას, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი მედიატორი. მესამე, პრაქტიკულ ნაწილში, როლური თამაშებით მონაწილეებმა მიღებული თეორიული მასალა პრატიკულად განამტკიცეს. დროული  და საჭრო-ასე შეაფასეს ტრენინგი ახალგაზრდებმა. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თემში მოგვარებული და მოსაგვარებელი საკითხების შესახებ ისაუბრეს. გამოიკვეთა სანიაღვრე არხების პრობლემა,რის გამოც ძლიერი წვიმების დროს ეზოები,ნათესები და ნარგავები ზიანდება. ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები