მარიას ახალი გატაცება
მარია სოსნიცკაია უკრაინიდანაა. ომმა საქართველოში ჩამოიყვანა. ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიგო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების შესახებ და დაინტერესდა. ახლა ის სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობს ამ საინტერესო საქმეს. მარია კმაყოფილია სწავლების მეთოდებით. მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანის თქმით, ის ნიჭიერი, მონდომებული მოსწავლეა და შეუძლია ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.
მარია აპირებს განაცხადის გაკეთებას გრანტზე, რომლის კონკურსსაც Care Caucasus აცხადებს. ჩვენი 10 უკრაინელი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგზე, რომლის შემდეგაც შეუძლიათ საგრანტო პროექტის დაწერა. წინა კონკურსში სამმა უკრაინელმა მიიღო გრანტი მცირე სამეწარმეო საქმიანობისთვის. გვჯერა, ახლანდელი შედეგებიც წარმატებული იქნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)