მაისში საინტერესო მუშაობა მიმდინარეობდა ექვსივე კურსზე (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული  თიხით ძერწვა, ქარგვა).

ფოტო და ვიდეოგადაღების ახალი ჯგუფი მაისის ბოლოს დასრულდა. მაისში ძერწვის ახალი ჯგუფი შეუდგა სწავლას. ბავშვები საკმაოდ ნიჭიერები არიან და გამოირჩევიან უჩვეულო ხედვით, ფანტაზიით, უნარებით. მაქსიმ ბელოვი, მაგალითად, თავის გამოგონილ საოცარ პერსონაჟებს ქმნის.

თანდათანობით უკეთესი შედეგები აქვთ ქართულის თუ ინგლისურის კურსების მონაწილეებს. ისინი კითხულობენ, წარმოთქვამენ სპეციფიკურ ბგერებს, ადგენენ წინადადებებს, წარმართავენ დიალოგებს.

მაისში ფსიქოლოგიც აქტიურად, გეგმის მიხედვით მუშაობდა. გაიმართა საუბრები ბავშვებთან შემდეგ თემებზე: გრძნობების პროგნოზი, ემოციების მართვა, თანაგრძნობა და ა.შ. გაიმართა 9 ჯგუფური და 10 ინდივიდუალური შეხვედრა.

ყველაზე მთავარი, რასაც ემსახურება პროექტი, არის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ყველა კურსზე იგრძნობა. ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს, განიცდიან, როცა რომელიმე მათგანი ავად ხდება...

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამართულ ღონისძიებას ყველა ბავშვი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს კურსებზე შექმნილი ნაძერწები და ნაქარგები, ასევე თავიანთი ნახატები. სამსახიობო კურსის მონაწილეებმა კი ლექსები წაიკითხეს ქართულ ენაზე.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სასტუმრო „არგოში“ დღესასწაული მოაწყო. შთამბეჭდავი იყო ყველაფერი: ორგანიზაციის ხელმძღვანელების მისალმება, დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გვრიტი“, ცეკვების სტუდია „ოაზისი“, რომელიც უკრაინელმა ქალმა ჩამოაყალიბა ქუთაისში, უკრაინელი და ქართველი ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერები და ცეკვები, მომღერალი და კომპოზიტორი კიევიდან, პოეტი ქალი ბერდიანსკიდან,  იუბილარი გოგონებისთვის ტორტის მირთმევა.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მადლობის სიგელით.

ქალთა ფონდ „სოხუმში“ ბავშვებს ჯგუფს (უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან ჩამოსული ბავშვები) უტარდება სხვადასხვა კურსი. ფოეიში გამოფენილი იყო ყველა კურსის მუშაობის ამსახველი ფოტოები, პოლიმერული თიხისგან კურსის მონაწილეების მიერ დამზადებული ნამუშევრები, ხოლო კონცერტზე გამოვიდნენ სამსახიობო კურსის მონაწილეები.

ღონისძიება საქართველოს ქეროვნული ჰიმნით დაიწყო და „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

სხვადასხვა კურსთან (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული  თიხით ძერწვა, ქარგვა) ერთად, უკრაინელი, რუსი და ბელარუსი ბავშვებისთვის იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები.

2 მაისს სასტუმრო „არგოს“ ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასით აღინიშნა ქუთაისის დღე - გვირილობა. ეს იყო გემოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, სადაც ყველამ თავი დიდი ქართული ოჯახის წევრად იგრძნო.

პატარა მონაწილეებისთვის მოეწყო სენსორული თამაშები. ღონისძიების კულმინაცია იყო მონაწილეების მიერ მომზადებული ხაჭაპურების დეგუსტაცია.

17 მაისს ბავშვები ესტუმრნენ ტელერადიოკომპანია „რიონს“. მათ შეიხედეს სატელევიზიო მუშაობის კულისებში. გაიგეს, რა ეტაპებს გადის გადაცემა იდეიდან ეთერში გასვლამდე და რა ტექნოლოგიები გამოიყენება. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 105.5 FM რადიოსადგურის ტურმა.ისინი გაეცნენ რადიოწამყვანების მუშაობას, როგორ იქმნება რადიოკონტენტი, როგორ მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია.

ეს დღეები დაუვიწყარია თითოეული მონაწილისთვის.

https://www.facebook.com/61554495770111/videos/1387114788674857

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილია მეგობრული სივრცე, სადაც თავისუფალ დროს ერთად ატარებენ ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან.

აპრილში ჩატარდა მეცადინეობები 6 კურსის მიხედვით - ქართული ენა, ინგლისური ენა, პოლიმერული თიხისგან ძერწვა, სამსახიობო ხელოვნება, ქარგვა, ფოტო და ვიდეოგადაღება.

17 აპრილს დასრულდა ფოტო-ვიდეო გადაღების პირველი ორთვიანი კურსი და მუშაობას შეუდგა ახალი ნაკადი.

აპრილში მთავრდება ძერწვის ორთვიანი კურსიც. ამ კურსზე ბავშვები არა მარტო ახალ საქმეს სწავლობენ, არამედ ერთმანეთს ამბებს უყვებიან, ქართულად მღერიან, განსაკუთრებით მოსწონთ „სულიკო“.

ნაყოფიერად ტარდება ინგლისურის და ქართულის კურსები. ბავშვები სწავლობენ სიტყვებს, აწყობენ წინადადებებს, მართავენ დიალოგებს...

მეგობრული სივრცე ბავშვებისთვის - ამას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების შერეულ ჯგუფს უტარდება კურსები (აქ არიან ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ასევე - ქუთაისში მცხოვრები ბავშვები).

ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ესწრებიან გაკვეთილებს ორ-სამ კურსზე. ხალისით და ინტერესით სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს. ამას გარდა, მათთვის ჩამოყალიბდა პოლიმერული თიხისგან ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების, ქარგვის, ფოტო და ვიდეოგადაღების კურსები. არის ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფიც.

სკოლისგან თავისუფალ დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ ატარებენ. მათ უკვე მოასწრეს ერთმანეთთან დამეგობრება და სწავლების პირველი შედეგებიც გაჩნდა.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები