დაუვიწყარი დღეები ბავშვებისთვის
სხვადასხვა კურსთან (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული თიხით ძერწვა, ქარგვა) ერთად, უკრაინელი, რუსი და ბელარუსი ბავშვებისთვის იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები.
2 მაისს სასტუმრო „არგოს“ ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასით აღინიშნა ქუთაისის დღე - გვირილობა. ეს იყო გემოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, სადაც ყველამ თავი დიდი ქართული ოჯახის წევრად იგრძნო.
პატარა მონაწილეებისთვის მოეწყო სენსორული თამაშები. ღონისძიების კულმინაცია იყო მონაწილეების მიერ მომზადებული ხაჭაპურების დეგუსტაცია.
17 მაისს ბავშვები ესტუმრნენ ტელერადიოკომპანია „რიონს“. მათ შეიხედეს სატელევიზიო მუშაობის კულისებში. გაიგეს, რა ეტაპებს გადის გადაცემა იდეიდან ეთერში გასვლამდე და რა ტექნოლოგიები გამოიყენება. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 105.5 FM რადიოსადგურის ტურმა.ისინი გაეცნენ რადიოწამყვანების მუშაობას, როგორ იქმნება რადიოკონტენტი, როგორ მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია.
ეს დღეები დაუვიწყარია თითოეული მონაწილისთვის.
https://www.facebook.com/61554495770111/videos/1387114788674857
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით