პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე „პეტიცია - ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა“.
ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის განმაპირობებელ ფაქტორებსა და ფორმებზე, პეტიციის როლზე, მნიშვნელობაზე და მიღების წესებზე.
მეორე ნაწილში ისინი გაეცნენ ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ჩაშენებული ელექტრონული პეტიციის აპლიკაციას, რეგისტრაციის, ხელმოწერის და ხელმოწერის შემდგომ პროცედურებს. ელექტრონული პეტიცია მომზადდა და დაინერგა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით