პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
27-29 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერულად ორიენტირებული ადგილობრივი სოციალური პოლიტიკა“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური).
ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან, გენდერულ პოლიტიკასა და ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო - სამოდელო სამოქმედო გეგმებზე მუშაობა და მათი პრეზენტაცია.
ტრენინგის მესამე დღეს ზუგდიდის, ჩოხატაურის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა, გამოცდილება, ინოვაციური პროგრამები სოციალური, ჯანდაცვის, ასევე - ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)