პროექტის შედეგები და მიღწევები - შემაჯამებელ კონფერენციაზე
ეს იყო პროექტი, რომელმაც დიდი ცვლილებები მოიტანა რვა მუნიციპალიტეტში. პროექტი, რომელმაც ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებით მოაგვარა მოქალაქეთა პრობლემები...
ორწლიანი აქტიური მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე საუბრობდნენ პროექტის მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე „ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის/PAR მონიტორინგში გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - მიღებული გაკვეთილები“.
კონფერენცია ინტერმუნიციპალური იყო - პროექტში ჩართული 8 მუნიციპალიტეტის გარდა ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და მასმედიის წარმომადგენლები.
„მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად გვესმის თქვენი პროექტებით“, „თქვენი წარმატებული პროექტით შესძელით მთავარი - უწყვეტი დიალოგი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და პრობლემების იდენტიფიცირება, ეს მთავარი კომპონენტია საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესში“ - აღნიშნეს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
კონფერენციამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა პროექტის შედეგები და მიღწევები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით