პირველი შეხვედრა - ახალი პროექტის პრეზენტაცია
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ განხორციელებას იწყებს.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა - ახალი პროექტის პრეზენტაცია ონლაინ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორები და ბენეფიციარები.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით