30 მცირე პროექტი                                              

16 შედარებით გამოცდილი და 14 ახალი ორგანიზაციის პროექტი - ახალი იდეები, საინტერესო ინიციატივები!

უფრო კონკრეტულად:

პროექტის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი და მასში გაერთიანდა 16 ორგანიზაცია 8 მუნიციპალიტეტიდან. ისინი ჩართულნი არიან  უამრავ აქტივობაში. მათთვის მეორედ გამოცხადდა მინიგრანტების კონკურსი. და ისევ 16 მცირე პროექტი დაფინანსდა, როგორც პირველ ჯერზე.

ამჯერად არის სიახლეც: ბოლო თვეებში ჩვენმა პროექტმა იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში 14 ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მეტიც: მათი პირველი პროექტების მხარდაჭერაც გადაწყდა.

28 აპრილს საკონკურსო კომისიის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საპროექტო განაცხადების შეფასების შედეგები და მიიღეს გადაწყვეტილება მათი დაფინანსების შესახებ.

ამგვარად, დაფინანსდა 30 მცირე პროექტი. უკვე დაიწყო მათი განხორციელება ვანის, ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ცაგერის, ამბროლაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები