სამუშაო შეხვედრა ცაგერში                             

„აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“  და „ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“ პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან ცაგერის მუნიციპალიტეტში. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდმა. განხილულ იქნა სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს მოსახლეობის საჭიროებების შეფასებისთვის (ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები).

მაისიდან ორგანიზაციებმა პროექტის ქვეგრანტების კომპონენტის მიხედვით მცირე პროექტებზეც დაიწყეს მუშაობა. შეხვედრაზე ასევე შეათანხმეს პროექტების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება მონიტორინგი.

პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით. 

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები