ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პარტნიორები არიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრი. მეწარმე ქალთა ფონდი შეხვდა ამ ორგანიზაციებს და შესასრულებელ სამუშაობზე ისაუბრა.
ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები - მიღებული მასალებით მოხდება მოსახლეობის საჭიროებების შეფასება.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახლახან დაფინანსებული მცირე პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკი.
პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია და პროექტის აქტიური პარტნიორია ლანჩხუთში - ქვეგრანტების კომპონენტის ფარგლებში განახორციელა მცირე პროექტი „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“.
მონიტორინგის დროც დადგა: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დაესწრენ ერთ-ერთი შეხვედრას, რომელიც საქართველოს სასოფლო დარბაზმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩაატარა.
პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა წარმოადგინა ვებაპლიკაციის ვერსია, რომელიც მან შეიმუშავა ASP.NET C++ პროგრამულ ენაზე MS SQL სერვერის გამოყენებით. განხილულ იქნა მოქალაქის მიერ წერილის გაგაზავნის და პასუხის მიღების, საჯარო ინფორმაციიის მოპოვების ალგორითმი. შეხვედრის მონაწილეებმა სატესტო რეჟიმში დამოუკიდებლად გაგზავნეს ელექტრონული კორესპონდენცია და იმუშავეს სხვა ველებში.
„ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ ორგანიზაციაში განახორციელა ქვეგრანტით „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობითი პრინციპების გამოყენებით“ გათვალისწინებული ღონისძიების მონიტორინგი.
ორგანიზაციის ხელმღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავების ეტაპებზე, კერძოდ, მოსამზადებელი პერიოდით გათვალისწინებული აქტივობებისა და მონაწილე პირთა შერჩევის შესახებ.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა პარტნიორ ორგანიზაციებთან ოზურგეთში: „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, ისაუბრეს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტით დაფინანსებული ახალი პროექტების სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების და მათი მონიტორინგის, ასევე - მოქალაქეთა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ოზურგეთში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების საზოგადოებრივი მონიტორინგების შედეგები“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, პედაგოგები, დაინტერესებული პირები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ წარმომადგენელმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
გურიის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციების „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მათ მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები და აღნიშნეს მონიტორინგების შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.
16 შედარებით გამოცდილი და 14 ახალი ორგანიზაციის პროექტი - ახალი იდეები, საინტერესო ინიციატივები!
უფრო კონკრეტულად:
პროექტის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი და მასში გაერთიანდა 16 ორგანიზაცია 8 მუნიციპალიტეტიდან. ისინი ჩართულნი არიან უამრავ აქტივობაში. მათთვის მეორედ გამოცხადდა მინიგრანტების კონკურსი. და ისევ 16 მცირე პროექტი დაფინანსდა, როგორც პირველ ჯერზე.
ამჯერად არის სიახლეც: ბოლო თვეებში ჩვენმა პროექტმა იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში 14 ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მეტიც: მათი პირველი პროექტების მხარდაჭერაც გადაწყდა.
28 აპრილს საკონკურსო კომისიის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საპროექტო განაცხადების შეფასების შედეგები და მიიღეს გადაწყვეტილება მათი დაფინანსების შესახებ.
ამგვარად, დაფინანსდა 30 მცირე პროექტი. უკვე დაიწყო მათი განხორციელება ვანის, ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ცაგერის, ამბროლაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ცაგერის საკრებულოში. შეხვედრის ორგანიზატორები: „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „მეწარმე ქალთა ფონდი“. შეხვედრის ფასილიტატორმა და მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგებზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამუშაო ჯგუფზე“ და მის აქტივობებზე. გაიმართა მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, ბოლოს კი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის ხედვაზე კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მერიის და საკრებულოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტი დადებითად შეაფასეს და მისი შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესების კოდექსი დაამტკიცა.
დოკუმენტზე იმუშავა საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია. საკრებულოზე გატანამდე დოკუმენტმა გაიარა ყველა პროცედურა, განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც ყველას ჰქონდა მისი გაცნობის საშუალება. სამუშაო ჯგუფის წევრების ლობირების შედეგად დოკუმენტი დამტკიცდა.
კოდექსი, ერთი მხრივ, მოიცავს საჯარო მოხელეთა ქცევისა და ეთიკის ერთიანი სტანდარტის განსაზღვრას, რაც ეფუძნება ზოგად პრინციპებს (სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ეფექტურობა, ობიექტურობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მოსახლეობის ინფორმირება იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც მათ გააჩნიათ საჯარო მოხელეებთან ურთიერთობისას), ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო მოხელეთა ინტერესების დაცვასთან ერთად, დადგენილება ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის გაზრდას.
ხონის სამუშაო ჯგუფმა მრგვალ მაგიდაზე მნიშვნელოვანი საკითხები დასვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლების, მედიის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე აკობიძემ ჯგუფის მუშაობის პრეზენტაცია გააკეთა. ჯგუფის წევრმა ელისო ჯიქიამ კი აუდიტორიას წარუდგინა პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის შედეგები.
შეკრებილებს უამბეს ცხელ ხაზზე, რომელიც მინიპროექტის შედეგად ამოქმედდა და უკვე აჩვენა თავისი ეფექტიანობა. საუბარი შეეხო ეთიკის კოდექსს, რომელიც მალე მიიღებს საბოლოო ვერსიას. მნიშვნელოვანი იყო მესამე მონიტორინგის ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გენდერული და მონაწილეობითი ბიუჯეტის კუთხით, მერიის შენობის ადაპტირებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.