თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო ბიუჯეტირების დოკუმენტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია. აქტიურად მუშაობს კომისია და ივლისში დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ.

მთავარი თემა იყო აგრეთვე ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, რომელიც ახლახან დაასრულეს სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კვლევამ ბევრი საკითხი წარმოაჩინა: საჭიროა კომუნიკაციის გაუმჯობესება მერიასა და საკრებულოსთან, სოციალური პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, აუცილებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ა.შ. სამუშაო ჯგუფი ამ და სხვა საკითხების ადვოკატირებას დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის კოდექსის  საბოლოო ვერსია, რომელიც მზად არის საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად.

მეორე საკითხად დღის წესრიგში იდგა - ინფორმაცია ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შესახებ. ისაუბრეს კვლევის დროს გამოკვეთილ პრობლემებზე და შემუშავებულ რეკომენდაციებზე. წარმოდგენილ საკითხებს  შორისაა მიღების დღეები საკრებულოში და ვებგვერდზე სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელთა მონაცემების მოთავსება. ყოველივე ეს საჭირო ადამიანებთან მიმართვას და პრობლემების მოგვარების გზებს გაუადვილებს მოქალაქეს. სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მოქალაქეთა საჭიროებების კვლევა - შეგროვდა რაოდენობრივი მონაცემები, გაიმართა ინდივიდუალური ინტერვიუები ექსპერტებთან და ფოკუს-ჯგუფები მოწყვლად ჯგუფებთან.

შემდეგ მოხდება კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირება შესაბამის უწყებებში და მოქალაქეთა პრიორიტეტული საკითხების ინტეგრირება მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში.

კვლევაზე იმუშავეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - „თანადგომა-2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლინობისთვის“. 

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ  ტრენინგები თემაზე „პეტიცია - ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა“.

ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის განმაპირობებელ ფაქტორებსა და ფორმებზე, პეტიციის როლზე, მნიშვნელობაზე და მიღების წესებზე.

მეორე ნაწილში ისინი გაეცნენ ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ჩაშენებული ელექტრონული პეტიციის აპლიკაციას, რეგისტრაციის, ხელმოწერის და ხელმოწერის შემდგომ პროცედურებს. ელექტრონული პეტიცია მომზადდა და დაინერგა  პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

„თანასწორობა ახლა“ და „სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ამ ორმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება ჩაატარა. სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად გამოყენებული იყო კვლევის სხვადასხვა ფორმა: ანკეტირება, ინდივიდუალური ინტერვიუ და ფოკუს-ჯგუფი. კვლევაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და შეაფასეს ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი საჭიროებების შეფასების პროცესში დასავლეთ საქართველოს რვა სამიზნე მუნიციპალიტეტში. მათ ჩაუტარდათ ვორკშოპი ონლაინ ანკეტირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება გუგლ ფორმის გამოყენებით. მონაწილეები გაეცნენ გუგლ ფორმის ფუნქციონალს და შესაძლებლობებს, მუშაობის პრინციპებს. დიდი ყურადღება დაეთმო მიღებული მონაცემების ელექტრონულ ცხრილში გადაყვანას და მათ მომზადებას შემდგომი დამუშავებისათვის.

ვორკშოპი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.

 

ბაღდათში  მრგვალი მაგიდა ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ბაღდათის სამუშაო ჯგუფზე, მის აქტივობებსა და შედეგებზე. დიდი ინტერესი გამოიწვია მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის  გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშმა და რეკომენდაციებმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ბაღდათში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

მრგვალ მაგიდაზე დაისვა საინტერესო აქცენტები, განსაკუთრებით იმ ბარიერებზე, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. მონაწილეთა აზრით, ეს ინფორმირებულობის დაბალ დონეს და ინტერნეტიზაციის პრობლემას უკავშირდება, რაზეც ყველაზე მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება. 

 

თერჯოლის სამუშაო ჯგუფს საპროექტო მუშაობის დასაწყისიდან საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა და ბევრი კარგი საქმეც გააკეთა. ახლა ჯგუფს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამირან ვერულაშვილი ჩაუდგა სათავეში. პირველ შეხვედრაზე ის დეტალურად გაეცნო სამუშაო ჯგუფის განხორციელებულ ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს  საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ჩატარებული სამი მონიტორინგის და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ. ერთ-ერთი საკითხია მონაწილეობითი ბიუჯეტი. ამჟამად ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს საკრებულოზე ამ ფორმის დამტკიცებას.

ვანის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის სამუშაო გეგმის ცვლილებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გეგმაში უნდა აისახოს ის საკითხები, რომელთა მოგვარება მათ კომპეტენციაში შედის: ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის რეკომენდაციები. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რომლის განახლებაც მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან გვერდზე ინფორმაციის განთავსების პროცესში.

თავისი აქტიურობით ვანის სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები