მანამდე არც უფიქრია, რომ ვინმე დაეხმარებოდა. როცა ფსიქოლოგთან შეხვედრა შესთავაზეს, ვერ გადაწყვიტა, თანხმობა ეთქვა თუ არა. მაინც დათანხმდა. პირველივე შეხვედრაზე მიხვდა, რომ მზად იყო საუბრისთვის. შვება იგრძნო. შემდეგ ფსიქოლოგი ბავშვებსაც გაესაუბრა - მძიმე ტრავმის კვალი მათაც ეტყობოდათ.
თანდათან სალომე შეიცვალა. უფრო გაბედული გახდა, სული შეუმსუბუქდა. საკუთარ თავს შეახსენა, რომ წარსულთან ერთად ცხოვრება არ შეიძლებოდა:
„არ მინდა გავიხსენო წარსული, ჩემი საუკეთესო დღეები წინ არის!“
შვილები დედას ვერ ცნობენ, სულ მოწყენილი რომ იყო, ახლა ხალისიანი გახდა და ასეთი დედა ძალიან მოსწონთ.
სალომეს თავისი გეგმები აქვს, სტილისტობის შესწავლა უნდა. ეს მისი საყვარელი საქმეა და ძალიან მოსწონს. დარწმუნებულია, ყველაფერს მიაღწევს, რადგან კრიზისული პერიოდი უკვე გადალახა, უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. შეუძლია, სხვებსაც უჩვენოს გზა...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)