„როცა ჩემს მიერ შექმნილი ყელსაბამი ერთ ჩემს მეგობარს ვაჩუქე. ერთ-ერთ შეკრებაზე აღმოვაჩინე, რომ ეს ნივთი ბევრმა მოიწონა: სად იყიდე, რა კარგია, სიამოვნებით შევიძენდი...“
ამ სიტყვებმა შთააგონა, რომ მისი ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცია. ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდა. შენიშნა, რომ მისი შექმნილი აქსესუარები უცხოელ ტურისტებზე კარგად იყიდებოდა.
მერე გადაწყვიტა გრანტი მოეპოვებინა და მისი შემოქმედებისთვის სხვა მასშტაბები მიეცა.
„მცირე საგრანტო პროექტში ,,ქეა კავკასია“ მივიღე მონაწილეობა და ჩემი ჰობი შემოსავლის წყაროდ ვაქციე, თან ავიყვანე ჩემს სოფელში მცხოვრები 7 შშმ პირი. შევასწავლე მათ თექაზე მუშაობა, დავიწყეთ თექის შარფების, ჟილეტების, ჩანთების სამკაულების და სხვდასხვა ნივთების დამზადება და რეალიზაცია როგორც ადგილბრივ ბაზარზე, ასევე მის ფარლებს გარეთ, რამაც ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა.
განსაკუთრებულ სიამოვნებას და ბენიერებას მგვრიდა ჩემი თანამშრომლების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი შემოსავლების ახალი გზა.
„მერე პანდემიური წლები დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა. მათ შორის არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი, რადგან ჩემი საქონელბრუნვის 80% ტურისტებზე მოდიოდა. ყველაფერი ერთბაშად გაიყინა. ბუნებრივია პანდემიას ვერ დაველოდებოდი. დავიწყე ფიქრი ახალ საქმეზე“.
ამ პერიოდში ახალი ონლაინ სივრცე გამოჩნდა. ქსელურ ბიზნესში დასაქმდა. წელიწადნახევარში მისი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა.
„თურმე, არც კი იცის ადამიანმა, რამდენად ძლიერია მანამ, სანამ იძულებული არ გახდება გამოამჟღავნოს ფარული ძალა. ჯენეს გლობალის ქსელური მარკეტინგი. ეს საერთოდ სხვა გზა და სხვა სფერო იყო ჩემთვის, მაგრამ შესაძლებლობის უმეტესოა ხომ პრობლემად არის შენიღბული და ყველაზე მნიშვნელვანი სამი სიტყვა რაც შენს თავს შეგიძლია უთხრა არის ,, დიახ, მე შემიძლია!’’ მეც ამით დავიწყე. სრულიად ახალი სფერო და ახალი შესაძლებლობები გადაიშალა ჩემს წინ, ხოლო როდესაც შენს წინ შესაძლებლობის კარი იღება, ამის ხელიდან გაშვება შეცდომა კი არა დანაშაულია საკუთარ თავთან და ამავდროულად ღვთის უარყოფაც. რადგან არ იცი ეს მეორედ მოგეცემა თუ არა. მე მადლობას ვუხდი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და აგრეთვე ვამაყობ საკუთარი თავით რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება.“
მისი ოჯახური ცხოვრების გზაც განსაკუთრებულია, თუმცა თვითონ განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. საკუთარ სამ შვილთან ერთად ზრდის ორ შვილს. გოგონა 5 წლის იყო, ბიჭი 4 წლის როცა ოჯახში მოიყვანა. საკუთარი შვილებით შეიყვარა. ახლა16 და 18 წლის არიან, მათ სტუდენტობაზე ფიქრობს, კარგი მომავალი უნდა შეუქმნას.
„მე ყოველთვის ვამბობ რომ მყავს 5 შვილი, ესეც ჩემი წარმატების ნაწილია. ისინი ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას, სხვანაირი ძალით მავსებენ, მათ მიმართ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რაც მაძლიერებს, ენერგიას მმატებს და მინდა კიდევ მეტი გავაკაეთო მათი კეთილდღეობისთვის.
მაცაცო ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია. სხვებთან ერთად მუდმივად ძიების, შემეცნების პროცესშია.
მისი გზავნილი - რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ცდილობენ ამოხსნან წარმატების ფორმულა - ასეთია:
„ყველა მიზეზი გვერდზე გადადე და დაიხსომე: შენ შეგიძლია! დაისახე გეგმა და არასოდეს დანებდე! თუ დღევანდელი დღე რთულია, გჯეროდეს რომ ხვალ აუცილებლად ამოვა მზე!