122 – ჩვენი საკონტაქტო ბაზა

კარგი სიახლე გვაქვს: ქუთაისის მერიაში მხარი დაუჭირეს ჩვენს წინადადებას - უკრაინელებისთვის საქალაქო ტრანსპორტში უფასო მგზავრობის თაობაზე. ასევე გაიცემა 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები და კვლავინდებურად ხდება ბინების დაქირავება.

122 ადამიანი – ასეთია ჩვენი საკონტაქტო ბაზა. ეს უკრაინელი ლტოლვილები ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და ჩვენ გვიკავშირდებიან.

ივნისში 16 ოჯახს გაეწია დახმარება, ზოგიერთს მეორედ, ერთ ოჯახს კი მესამედ, რადგან ჩვენი ორგანიზაციის გარდა მას არავინ ეხმარება.

ივსება მოხალისეთა სია: გვწერენ ადამიანები, რომელთაც უნდათ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება. ზოგიერთს თანხა გადაურიცხეს, ზოგს საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინეს. ვიპოვეთ ეტლი ახალშობილისთვის, გავაგზავნეთ რუსთავში ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებთან ერთად.

ჩვენი ძვირფასი უკრაინელები მონაწილეობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში:

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოფისში მოვიწვიეთ უკრაინელი ქალები და ბავშვები. მათთვის მოეწყო ჩვენი თანამშრომლების მომზადებული გემრიელი ქართული კერძების პრეზენტაცია. მათ ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით. სტუმრებმა თავიანთი ამბები გვიამბეს. ბევრი სახალისო და სევდიანი მომენტი იყო.

20 ივნისს, დევნილთა/იგპ საერთაშორისო დღეს, ჩვენი უკრაინელები მოვიწვიეთ აქცია-პერფორმანსზე „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში“. მათ ფოტო გადაიღეს ბანერთან, სიმბოლურად - სოხუმის სანაპიროზე. ღონისძიება ყველას მოეწონა, მაგრამ უკრაინელებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო…

კიდევ ერთი კარგი ამბავი: მარინა სტეპანენკო, უკრაინელი ფსიქლოგი, რომელიც დროებით ქუთაისში ცხოვრობს, ჩვენი მოწვევით მუშაობას შეუდგა ფონდ „სოხუმში“ -  ჩვენს ოფისში ხვდება ქალებს და ატარებს ფსიქოთერაპიულ სეანსებს, მაგრამ ამის შესახებ - ჩვენი ვებგვერდის ცალკე ინფორმაციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები