„ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში უკრაინელ ქალებს რეგულარული შეხვედრა შეუძლიათ. ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და ამასთანავე ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. ურთიერთობები და სოციალური აქტივობა მეტად მნიშვნელოვანია ახალ ადგილზე ადაპტაციისთვის. ძალას გმატებს იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ განსაცდელში და გაქვს მხარდაჭერა. ჩემთვის, როგორც უკრაინიდან ბავშვებთან ერთად გამოქცეული ერთი ქალისთვის, ძალიან დასაფასებელია, რომ ფონდმა „სოხუმმა“ მომცა ასეთი შესაძლებლობა - დავეხმარო ქალებს, რათა გაუმკლავდნენ თავს დამტყდარ გამოწვევებს“.
მარინა სტეპანენკო ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგია. უკვე რამდენიმე შეხვედრა მოეწყო ფონდის ოფისში უკრაინელ ქალებთან. ისინი ერთმანეთს გულისტკივილს უზიარებენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ... ამ ყველაფერს განსაკუთრებული ძალა აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)