საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ბაღდათში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. მორიგი შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფისა და ბაღდათის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით სოფელ ფერსათში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზეგანის, საკრაულას და ფერსათის ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორისგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა სერვისები აქვთ მოწყვლადი ოჯახებისთვის. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და სერვისების შესახებ. მონაწილეებმა პრობლემად დაასახელეს ის, რომ მსხვერპლს არ აქვს დაცულობის გარანტია და პრევენციის კუთხით მუშაობა სუსტია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)