რეფერირების სუბიექტები მრგვალ მაგიდასთან
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლაში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
მოწვეულმა იურისტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფერირების დოკუმენტი, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები.
შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლთა დახმარებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)