მრგვალი მაგიდა რესურს-ცენტრების ჩართულობით

„სკოლა თავად უნდა იყოს დაინტერესებული უსაფრთხო სკოლის კონცეფციით. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ ძალადობაზე სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ღონისძიების მონაწილე ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით გამართულ მრგვალ მაგიდას თემაზე „არაძალადობრივი, უსაფრთხო გარემო სკოლებში და რესურს-ცენტრების როლი არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საკითხებში“.

მონაწილეებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე დაფიქსირდა რეკომენდაციები - მათი გათვალისწინება ხელს შეუწყობს რესურს-ცენტრებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და უსაფრთხო სკოლის მოდელის ფორმირებას.  

ინფორმაცია მრგვალი მაგიდის შესახებ დაბეჭდა გაზეთმა „ახალი განათლება“ - ეს მეხუთე სტატიაა ჩვენს აქტივობებზე.

https://bit.ly/3cC54XU

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები