საინფორმაციო შეხვედრები ოჯახური ძალადობის თემებზე

  • შაბათი, 14 მაისი 2022
  • 618 ჯერ

ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა ქალზე, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები - ამ საკითხებზე გაიმართა საუბრები ვანის, სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გახსნილობა გაზრდილია, თუმცა, ამავდროულად ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რადგან ბევრმა არ იცის, რა რეაგირება მოახდინოს ძალადობის შემთხვევაში, როგორია მისი პასუხისმგებლობა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები აუცილებელია, რათა ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს და საზოგადოება მზად იყოს, დაუპირისპირდეს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები