ორდღიანი ტრენინგი მობილიზატორებისთვის

  • ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021
  • 1055 ჯერ

ფონდების მოძიება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება, თვითპრეზენტაცია, შედეგების წარმოდგენა - ყველა საკითხი ერთმანეთზე საჭირო, საინტერესო და სასარგებლო იყო. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად ჩაერთნენ ორდღიანი ონლაინ ტრენინგის პროცესში.

მონაწილეები  გაეცნენ  ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცედურებს, საჭირო დოკუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ის ნაწილი, რომელიც ეთმობოდა თვითპრეზენტაციის უნარების გაღრმავებას, საქმიანობის შედეგების წარმოჩენას და ამ შედეგების ფორმულირებას წარმატების ისტორიად.

მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს თავიათი პრაქტიკიდან. აღნიშნეს, რომ ტრენინგზე კიდევ უფრო მეტი გაიგეს განხილულ საკითხებზე და ამ ცოდნას უსათუოდ გამოიყენებენ მომავალ მუშაობაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები