განსაკუთრებული სიახლე ფახულანში!

  • ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021
  • 788 ჯერ

ეს განსაკუთრებული სიახლეა ფახულანში!

ეს არის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების საუკეთესო მხარდაჭერა, როგორც თვითონ აღნიშნავენ.

ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ბოლო წლების მანძილზე არ არსებობდა არანაირი სასწავლო კურსი, პრაქტიკულ შედეგზე გათვლილი თემატური ინტერაქცია, რომელიც ქალებს დამატებით რეალიზების საშუალებას ან კონკრეტული საქმიანობის პერსპექტივას გაუჩენდა.

ფონდმა „სოხუმმა“ გაითვალისწინა მათი საჭიროება და ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩამოაყალიბა ჭრა-კერვის კურსები. ფონდის ორგანიზებულ ტექნიკურ-მატერიალურ ბაზაზე ქალები უკვე შეუდგნენ სწავლებას -კურსი სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრებისთვის აქტიური გამოდგა: სხვადასხვა თემთან ჩატარებულ შეხვედრებში გამოყენებული იყო როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატი.

საინფორმაციო შეხვედრებიდან იდენტიფიცირებულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რომელთა გადამისამართება მოხდა ფსიქოლოგთან და იურისტთან, საჭიროებიდან  გამომდინარე.

მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით ხვდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო შეხვედრები ათივე სამიზნე მუნიციალიტეტში ჩატარდა და მათ 158 ადამიანი დაესწრო. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.

ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:

ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.

ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.

იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.

ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ  მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, რათა მსხვერპლმა მხარდაჭერა უფრო კარგად იგრძნოს.

გარდა ძალადობის პრობლემისა, მობილიზატორებს მიმართავენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათი ადვოკატირება ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მიმდინარეობს.

შეხვედრები ჩატარდა ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.

შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საჭირო ადამიანებს ეძახიან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და იურისტს. მათი რჩევები და დახმარება ბევრისთვის აუცილებელია პრობლემების მოგვარებაში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საკონსულტაციო სამსახურმა თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა ჩაატარა -  იყო უშუალო შეხვედრებიც და დისტანციური კონსულტაციებიც. ასეთი სახით 43-მა ადამიანმა მიიღო  მათი დახმარება.

ამას გარდა, მიმდინარეობდა მუშაობა ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებთან. 17 ბენეფიციარს გაუწია ინდივიდუალური თერაპია ფსიქოლოგმა, იურისტმა კი 7 ადამიანს ჩაუტარა კონსულტაცია.

შედეგები თვალსაჩინოა: მოგვარებული პრობლემები, დაძლეული სტრესი, სიმშვიდე ოჯახში... აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი და იურისტი მართლაც საჭირო ადამიანები არიან მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

 

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან და მსჯელობენ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით.

ივლისში შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა ამ კუთხით არსებული პრობლემები გამოკვეთეს. მუშაობაში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი.

ძალადობის შემთხვევების პარალელურად შეხვედრებზე სოციალური პრობლემებიც დაისვა და აქტივისტმა ქალებმა მათი ადვოკატირება გადაწყვიტეს.

ძალადობა ოჯახში - რამდენად გახსნილია საზოგადოება ამ თემაზე სასაუბროდ, რა უშლის ხელს პრობლემათა იდენტიფიკაციას, რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული რეაგირების მექანიზმებზე, ვის მიმართავენ საჭიროების დროს - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები ბაღდათის, წალენჯიხის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. პრობლემებზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობასთან რისკჯგუფის ოჯახების გამოვლენისა და ადრეული რეაგირების კუთხით.

მონაწილეთა აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები