სად არის ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი რისკი?

ჩვენ მიერ შედგენილი რუკა გაჩვენებთ ოჯახში ძალადობის რისკების დონეს დასავლეთ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა  ორი წლის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“: https://sosfsokhumi.ge/

რუკა ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მიზნით - https://sosfsokhumi.ge/map


პროექტი ხორციელდება  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალების საჭიროებები, სურვილები, განწყობები ყველაზე კარგად მათთან შეხვედრების დროს იკვეთება. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრები ყოველთვიურად ტარდება. განხილვის თემა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდება. 

წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, ვანში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრის დროს  მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი გამოკვეთეს:

- ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. არასრულფასოვანი ოჯახი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.  

- ქალებს სამუშაო ადგილები არა აქვთ და სოციალური დახმარება არასაკმარისია. ასეთ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები სოციალურ პრობლემებზე. 

საერთო პრობლემების განხილვის შემდეგ ინდივიდუალურ საკითხებზე იწყება მუშაობა. მობილიზატორების ჩარევით სამ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა თერჯოლაში, ვანში და წყალტუბოში. პრობლემები საჭიროებდა სოციალური მუშაკის, იურისტის და ფსიქოლოგის ჩართულობას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

როგორ აფასებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას?  რა შედეგებს იძლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს?

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა მონიტორინგი ჩატარდა. 

შეხვედრის მონაწილეები ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს და ახალ იდეებსაც გვკარნახობენ:

 - ჩვენთვის ეს შეხვედრები არის ახალი ინფორმაციების მიღების წყარო. ქალებზე ძალადობა არ დამთავრებულა, უნდა გავძლიერდეთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.

- ქალებს იშვიათად გვაქვს შეკრების და საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებს სხვა განწყობა გვხვდება და ეს ძალიან გვჭირდება. 

- მიხარია, რომ ქალებზე ფიქრობთ, ჩვენს გაძლიერებაზე. ჩვენი თვითშეფასება იზრდება. ახალი იდეები გვიჩნდება. კარგი იქნება, თუ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. 

შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდი/ხურჩის, სენაკის, ხონის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საჭიროებების კვალდაკვალ

  • ოთხშაბათი, 25 ივნისი 2025
  • 550 ჯერ

მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა. 

წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ  სერვისებს და პროგრამებს.

„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა. 

ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

  • პარასკევი, 13 ივნისი 2025
  • 538 ჯერ

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა ქალთა საჭიროებები განიხილეს. დევნილთა დასახლებაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია. 

ქალები ინფორმაციებს ცვლიან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, რა რესურსებით, რა საშუალებებით შეიძლება პრობლემები მოგვარდეს. 

ჩვენი ორგანიზაცია მათთან ერთად გეგმავს და ეძებს რესურსებს ქალთა მხარდასაჭერად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

  • ხუთშაბათი, 12 ივნისი 2025
  • 501 ჯერ

სასარგებლო და საჭირო  ინფორმაციებს განიხილავენ ქალები ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. სიახლეებს შემდეგ ისინი აზიარებენ სხვა თემებში, რათა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ინფორმირებული. შეხვედრებს ხშირად მამაკაცებიც ესწრებიან.

ინფორმაციები ეხება ქალთა გაძლიერების საკითხებს, რაც ბენეფიციარების დაინტერესებას იწვევს. დახმარების შემთხვევევიც დაფიქსირდა. ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, თერჯოლის, ვანის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან.

შეხვედრის თემა იყო „ემოციები და სტრესი“. შეხვედრების პროცესში ფსიქოლოგმა გამოიყენა ე.წ. „ემოციების ამანათები“, სადაც ჩამოწერილი იყო ემოციების სახელები. მონაწილეები სხეულის ენით მინიშნებულ ემოციებს ასახიერებდნენ, რაც იყო სახალისოც და საინტერესოც.

„ემოცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი გამოხატვის ინდივიდუალური განსხვავებები დამოკიდებულია ასაკზე, წარსულ გამოცდილებაზე, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებსა და აქტივობებზე, ხასიათზე, სოციალურ გარემოზე და ა.შ. ქალებმა სავარჯიშოებით ბევრი რამ გაიგეს და ჩემს რჩევებსაც აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა ეკა ქვაჩაკიძემ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოცი ქეისის იდენტიფიცირება

  • პარასკევი, 23 მაისი 2025
  • 530 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის გაძლიერება ცალკეულ თემში ხელს უწყობს ძალადობის რისკების შემცირებას ოჯახებში.

პარასპეციალიტები თანამშრომლობენ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამორჩეულ ოჯახებთან (დევნილები, სოციალურად დაუცველები, კრიზისული ოჯახები). მათი აღჭურვა ინფორმაციით და სწორი გადამისამართება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სოციალურ საქმიანობაში.

მაისში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში მოხდა ოცი ქეისის იდენტიფიცირება და  გადამისამართება საჭირო სერვისებსა და პროგრამებზე. პარალელურად, ტარდება მონიტორინგი და მოწმდება წინა თვეებში იდენტიფიცირებული ქეისების მიმდინარეობა.

მუშაობისას „პარასპეციალისტები აქტიურად იყენებენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს „პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის  ქვეშ  მყოფიდა ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უმუშევრობა, დაბალი ფინანსური შემოსავალი ოჯახებში თითქმის ყველა თემის აქტუალური საკითხებია.

ეს პრობლემები განსაკუთრებით სენსიტიურია ხურჩის თემში, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). საინფორმაციო შეხვედრებზე მსგავსი თემები აქტიურად განიხილება. შეკრებილები მსჯელობენ, გამოსავალს ერთობლივად ეძებენ. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი ახალ ინფორმაციებს აცნობს მოსახლეობას და ცდილობს, ამ გზით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი გარემოს შექმნას.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები