19 სექტემბრიდან თვის ბოლომდე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაო ტარდებოდა ძალადობის მსხვერპლ სამ ქალთან. ისინი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ - სულ 6 ბენეფიციარი. ყოველდღიურ აქტიურ მუშაობაში ჩართულები იყვნენ პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა (ის 26 წლისაა) აღნიშნა, რომ იგრძნო დიდი მხარდაჭერა. უკვე იცის, რომ მარტო არ არის. აქ გატარებულმა დღეებმა გააძლიერა სამივე ქალი და ისიც გააცნობიერეს, რომ მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ სისუსტეებზე. მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია, პოზიტივი, სასარგებლო რჩევები და გადაწყვიტეს, ახალი ძალებით გადაფურცლონ თავიანთი ცხოვრების ახალი გვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს არის პროექტი, რომლის დახმარებითაც 4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, დავზოგოთ მოხმარებული ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ზემოთ აღნიშნული აქტივობა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ არა მარტო ჩვენს ქალებზე, არამედ გარემოზეც.

ასეთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ქალბატონებს ორგანიზაცია „გამარჯობამ“.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო წინ გველის მეორე ფაზა, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას მოიცავს.

- ყველა მათგანს განსხვავებული ხასიათი აქვს, მაგრამ ერთი მიზანი აერთიანებს, შეისწავლოს ხელსაქმე და დაიწყოს მცირე ბიზნესი, - ამბობს ოსტატი ამიდა ახალაია. - ერთს თეთრეულების მიმართულება აქვს არჩეული, მეორეს ჩანთების მოხატვა უნდა, მესამემ სადღესასწაულო კაბები შეკერვა გადაწყვიტა პატარებისთვის...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის დღის ცენტრში კიდევ ხუთმა ქალმა შეისწავლა ჭრა-კერვის ხელოვნება. კურსები დასრულდა და ქალებს სოფელში უკეთესი ცხოვრების სტიმული გაუჩნდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ყოველ მეცადინეობაზე სიამოვნებით მოდიოდნენ ქალები, რადგან ყველა გაკვეთილი საინტერესო სიახლე, პროფესიონალიზმისკენ წინგაგადმული ნაბიჯი იყო.

და აი, ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი.

კურსის მონაწილეებმა ისწავლეს ორიგინალური სამკაულების, აქსესუარების, სხვადასხვა კომპოზიციის შექმნა. ბოლოს მოეწყო კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მოიწონეს ქალთა ფონდის თანამშრომლებმა. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა - აწი მათზეა, როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ჩატარდა კომპლექსური მუშაობა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან - სოციალური მუშაკის, იურისტის, ფსიქოლოგის და ბავშვებთან მომუშავე პედაგოგის მონაწილეობით.

აგვისტოში ცენტრში იმყოფებოდა 6 ადამიანი - ორი ქალი ბავშვებთან ერთად.

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „უღრმესი მადლობა კომფორტისთვის, მომსახურებისთვის, რჩევებისა და გაწეული დახმარებისთვის. მე არ ვიცოდი, ეს რა იყო. თქვენი წყალობით მე და ჩემმა შვილებმა ამ დღეების განმავლობაში თავი ბედნიერად ვიგრძენით“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამ სიტყვებს კომენტარები არ სჭირდება…

მ., 40 წლის: - პირველად ვიგრძენი ასეთი დიდი დახმარება, იმედი, პატივისცემა. გავეცანი სოციალურ სერვისებს და ჩემს უფლებებს, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლო და მივაღწევ სამართლიანობას. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, ყურადღებისა და გულითადობისათვის და დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ რთულ საქმეში.

ნ., 32 წლის: - აქ შევხვდი ყველაზე თბილ, პროფესიონალ და მზრუნველ ადამიანებს. მათგან მივიღე კონსულტაციები ყველა სფროში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ბევრი უნდა იყოს ასეთი ორგანიზაცია, სადაც მსხვერპლი საჭირო დახმარებას მიიღებს.

ივლისში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში  6 ადამიანი იმყოფებოდა - ორი ქალი ბავშვებთან ერთად. ჩატარდა კომპლექსური მუშაობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი. 

                    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, ჭრა-კერვის მორიგი კურსები ტარდება. აქ ასწავლიან თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას, ქსოვილების შერჩევას, მარტივიდან ყველაზე რთულამდე - სხვადასხვა ნაწარმის გამოჭრას და შეკერვას. ასე ხდება შემოქმედებითი ენერგიის რეალიზება.

როგორც კურსის მონაწილეები ამბობენ, საოცარი შეგრძნებაა, გააცოცხლო შენი იდეა, საკუთარი ხელით შექმნა სამოსი, შენი განუმეორებელი სტილი და გარდერობი. მათ იციან, რომ მიღებული ცოდნა შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად, ისევე, როგორც ფახულანის თუ ქუთაისის დღის სარებილიტაციო ცენტრის არაერთმა კურსდამთავრებულმა შეძლო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხელნაკეთი საჩუქრის მიღება ყველას სიამოვნებს. პოლიმერული თიხისგან ბევრი საინტერესო ნივთი იქმნება: სამკაულები, ჩარჩოები, პატარა სკულპტურები. მათი შექმნით ავტორი დიდ სიამოვნებასაც იღებს და შემოსავალსაც. ამიტომაც იზრდება ინტერესი ამ ხელსაქმის მიმართ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით გრძელდება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსი. ქალები შემუშავებული სქემის მიხედვით, ნაბიჯ ნაბიჯ სწავლობენ ორიგინალური ნივთების დამზადებას. ისინი უკვე თავად ასრულებენ სხვადასხვა კომპოზიციას. როგორც აღნიშნავენ - თიხაზე მუშაობას პოზიტივი მოაქვს...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ივნისის მეორე ნახევარში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის რეკომენდაციით კიდევ ორი ქალი ჩამოიყვანეს ბავშვებთან ერთად. სულ შვიდნი იყვნენ. რეაბილიტაციის პროცესში თავისი როლი განეკუთვნება იურისტს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, რომლებიც კომპლექსურად მუშაობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის საქმე, რომელიც ცდილობს, ცენტრში გატარებული დღეები საინტერესო გახადოს ბავშვებისთვის.

როცა ბავშვები ერთობიან, დედებიც მშვიდად გრძნობენ თავს.  კმაყოფილება იგრძნობა  მათ სიტყვებში:

- უღრმესი მადლობა ყველას სითბოსა და სიმყუდროვისთვის, გემრიელი კერძებისთვის. ჩვენი შვილების ღიმილისთვის. იმისთვის, რომ  ძალას გვაძლევთ...

- ამ დღეებში მშვიდად მძინავს, თავი არ მტკივა. ბევრ პოზიტივს და სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ. მადლობა ყველას, ვინც ეს კომფორტი შეგვიქმნა…

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები