- 33 წლის ვარ. მთელი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მიგრძვნია თავი ასე ბედნიერად და კომფორტულად. ყოველდღიურად მხრებიდან მეხსნება სიმძიმე, უკვე უფრო მსუბუქად ვსუნთქავ, - გვითხრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.
ამჟამად ცენტრში იმყოფება 8 ადამიანი – ქალები და ბავშვები, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ისინი სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახის წევრები არიან. ყველა მათგანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, განსაცდელი და ტრავმა გამოიარეს. ჩვენს ცენტრში მათთვის ყველა პირობაა შექმნილი მშვიდი ცხოვრებისთვის. მათთან მუშაობენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი. ქალები ბავშვებთან ერთად გადიან კომპლექსურ ყოველდღიურ ინტენსიურ ფსიქორეაბილიტაციურ თერაპიას. ყველაფერი ეს ხელს უწყობს მათ, მოიხსნან სტრესი, გაძლიერდნენ და გაერკვნენ სამომავლო პერსპექტივაში...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Haven House 1964 წელს გახსნილი პირველი ქალთა თავშესაფარია კალიფორნიაში, რომელიც ალბათ ლამაზ მწვანე ეზოში იდგა. ისეთივე, როგორც ჩვენი სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრია ქუთაისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში. აქ ყველა კუთხეში სიმყუდროვეა, ისეთი, რომ შეხვალ და დამშვიდდები.
აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს შეუძლია ამ არაჩვეულებრივ გარემოში დაჰყოს გარკვეული ხანი.
სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი ძალადობაგამოვლილ ქალს სამომავლო გზის გარკვევაში ეხმარებიან: უმსუბუქებენ მდგომარეობას. თუ საჭიროა, ამზადებენ საჭირო საბუთებს.
ბიზნესის დაგეგმვა, მარკეტინგის არსი და მისი მნიშვნელობა, მარკეტინგული სტრატეგია, ბიზნეს ოპერაციები, მენეჯმენტი და იურიდიული საკითხები, ფინანსური მენეჯმენტი - ამ საკითხებზე გაიმართა ორდღიანი ტრენინგი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მათ მისცა შესაძლებლობა, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, ტრენინგის შემდეგ კი ბიზნესპროექტების დაწერასაც შეძლებენ.
მომდევნო ეტაპი ბიზნესიდეების კონკურსია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები ჩაერთვებიან კონკურსში. საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეებმა გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია.
ბოლო შეხვედრაზე მათ სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც თავად აღნიშნეს, სწავლების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს ლამაზი ნაკეთობები მათი ნახელავია. ქალები გულმოდგინედ სწავლობდნენ თიხის დამუშავებას დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. და აი, დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი. ბოლო გაკვეთილზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს დღის ცენტრში გატარებულ პერიოდზე, ახალი პროფესიის შესწავლაზეც და პირად ურთიერთობებზეც. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრმა განაახლა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსი. სრულდება სწავლების პირველი თვე. კურსის მონაწილე ქალები სწრაფად და წარმატებით ითვისებენ ახალ უნარებს. მზადდება ერთობლივი ნამუშევრები. მათი თქმით, მუშაობის პროცესი მარტივია, ტექნოლოგიები - ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ საქმის შესწავლა და პოლიმერული თიხისგან ხელნაკეთი პროდუქციის მომზადება ბევრი ქალისთვის გახდება შემოსავლის დამატებითი ან სულაც ძირითადი წყარო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მიმდინარეობს პროფესიული უნარ- ჩვევების შესწავლა, მათ შორის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. სექტემბრის ბოლოს კურსზე ახალი მსმენელები მოვიდნენ. ისინი წარმატებით ეცნობიან და სწავლობენ ახალ პროფესიას: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლებს, საგადასახადო კანონმდებლობას, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებს და სხვა საკითხებს. ქალები აღნიშნავენ, რომ ამ ცოდნას ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთმა კურსმა დაასრულა პოლიმერული თიხის გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს სწავლის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, ისაუბრეს საკუთარ თავზე, თავიანთ შედეგებსა და გამოცდილებაზე როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)