მრგვალი მაგიდების სერია N2

გრძელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული  მრგვალი მაგიდის შეხვედრები. ამჯერად შეხვედრა გურია-აჭარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე - ელისო შონია წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის  დანერგვის საქმეში - ექსპერტმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით - ემა კამკიამ გაუზიარა. მან ყურადღება ძირითად მიღწევებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების შესაძლო გზებზე გაამახვილა.

ფონდი "სოხუმის" ახალი მონიტორინგის ანგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი მთლიანად დაეთმო გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. მათ სათითაოდ მიმოიხილეს საკუთარი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლები: ანა მაგრაქველიძე და გიორგი ქელბაქიანი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები