მესამე ტრენინგი მერის წარმომადგენლებთან

Zoom ფორმატით ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლის ბოლო ტრენინგი - ამჯერად ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და სამსახურის სპეციალისტებთან.

ტრენინგი მოიცავდა საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში; სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; ძალადობისგან დაცვის მექანიზმები; რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლის დახმარებაში.

ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შექმნა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ - ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ შესახებ. ძალადობის მსხვერპლს და მისი დახმარებით დაინტერესებულ ადამიანს ვებგვერდი აძლევს ინფორმაციას არსებულ სერვისებზე, დაცვის მექანიზმებსა და სხვა საჭირო თემებზე.

შეხვედრაზე მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, გაეცვალათ საინტერესო ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, მათ შორის: სამოქალაქო ჩართულობაზე, მულტისექტორულ თანამშრომლობაზე, წარმატებულ პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები