სენაკი: ტრენინგი ტრენერთათვის
პედაგოგები უამრავ ტრენინგს დასწრებიან, მაგრამ ეს იყო უჩვეულო ტრენინგი, სადაც აქტუალურ საკითხებთან (ფემიციდი, ძალადობა, კამპანიის ჩატარება) ერთად ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზეც ისაუბრეს.
ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან. მისი ჩატარების იდეა გაჩნდა სენაკის უწყებათაშორისო საბჭოს ბოლო შეხვედრაზე - იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი საგანმანათლებლო რესურსცენტრმა (ხელმძღვანელი - დარეჯან ზარანდია). ტრენინგი რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა და მონაწილეთა დიდი ინტერესით გამოირჩეოდა.
ტრენინგის მთავარი შედეგი იქნება ის, რომ ეს პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - ჩაატარებენ შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)