ტელეფონი განსაკუთრებული ფუნქციით
„ამ ტელეფონში არის სწრაფი მოხმობის ღილაკი SOS, რაც გამაბედინებს - საშველად მოვუხმო ადამიანებს და მე ისინი აუცილებლად მიშველიან.“
„მითხრეს, რომ ჩვენს ტელეფონს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მადლობა ამისთვის.“
„სამართლებრივი კონსულტაცია დამჭირდება, თქვენს ნაჩუქარ ტელეფონშია, ფსიქოლოგიური კონსულტაცია დამჭირდება, ისიც აქაა. მადლობა ამისთვის. იქნებ, მეტი ვისწავლოთ და შევიარაღდეთ ძალადობის წინააღმდეგ.“
ასეთი ემოციები წამოვიდა ბენეფიციარებისგან მორიგი აქციის დროს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ქობულეთში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, თერჯოლასა და ვანში მოწყვლადი ჯგუფების ქალებს SOS-ღილაკიანი ტელეფონები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
მერის წარმომადგენლების, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, მრჩევლების და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების ჩართვა ჩვენს აქტივობებში ტრადიციად იქცა. მისი მიზანია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფრო მეტად იზრუნოს მსხვერპლ ქალებზე, დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)