გზამკვლევის პრეზენტაცია წყალტუბოში

წყალტუბოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციებიმონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ  გზამკვლევს“ - შეკრებილები გაეცნენ ამ პუბლიკაციას, რომელიც გამოსცა ევროპულმა ქსელმა WAVE.

მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების მუშაობას ბოსნია- ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველო ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკითაა წარმოდგენილი.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები