აპრილში ჯგუფის წევრებმა ახალი საჭირო ინფორმაციები მიიღეს. ქალების თვითშეფასების ამაღლებაზე, სტერეოტიპული აზროვნების შეცვლაზე მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე. ასისტენტმა რამდენიმე ადგილას ტანსაცმელი და სურსათის ნაკრები ჩაიტანა. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს დიდი მხარდაჭერაა სოციალურად დაუცველებისთვის.
საერთო სურათი ასეთია: ჯგუფების წევრები შეიცვალნენ, მეტს ლაპარაკობენ თავიანთ პრობლემებზე, მეტად თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მიღწეული შედეგები კი მეტ თავდაჯერებულობას მატებს თითოეულ მათგანს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)