მრგვალი მაგიდები (54)
მრგვალი მაგიდა – შეხვედრები, შეკრებები გარკვეული პრობლემების განხილვისა და ადვოკატირებისათვის. მრგვალი მაგიდა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ როლსაც ასრულებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ემსახურება.
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
დიალოგის მიზანი იყო სოციალური თანამშრომლობის გზების დასახვა. სწორედ ამ კუთხით იმუშავეს შეხვედრის მონაწილე რეფერირების სუბიექტებმა. ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჯგუფური მუშაობის შედეგად დააფიქსირეს კოორდინაციის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, ჩამოაყალიბეს თეზისები ძალადობის პრევენციის სტრატეგიისთვის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით.
წყალტუბოს მუნიციპალიტის საკრებულოში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.
მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბენენ რეფერირების სუბიექტების ადგილობრივი წარმომადგენლები - ადგილობრივი თვითმმართველობის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალადობის პრევენციის სტრატეგიაა - უპასუხოს გამოწვევებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამონაწილეობით.
ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები და გაუმჯობესების გზები.
5 მარტს, შპს „უნიქალმედის“ ოფისში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კლინიკის სამედიცინო პერსონალთან მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო მექანიზმებზე, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებზე. ისინი ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მედიცინის მუშაკებთან ჩატარებული კვლევის შედეგებს; ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბროშურას, რომელიც დარგის სპეციალისტებს აწოდებს პირველად ინფორმაციას, როგორ მოხდეს ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია, სკრინინგი, ვისთან უნდა ჰქონდეს კოორდინაცია მედპერსონალს, რათა მოახდინოს ეფექტური რეაგირება პრობლემაზე.
საინტერესო დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რა აფერხებს ეფექტურ რეაგირებას პრობლემაზე: პაციენტების მხრიდან ძალადობის ფაქტების გაუმჟღავნებლობა; ინფორმირების დეფიციტი; ექიმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხი; პოლიციის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების იგნორირება და ა.შ.
საუბარი შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებს. გაჟღერდა არაერთი წინადადება: პერსონალის განათლება, რეფერირების სუბიექტებთან კოორდინაციის გაუმჯობესება, კვალიფიკაციური ფსიქოლოგის კადრის დანერგვა კლინიკებში.
ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკაში. ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი ასპექტები, დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან ჩატარებული კვლევის შედეგები, პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“ - ამ საკითხებზე ისაუბრეს ფონდის წარმომადგენლებმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილე ექიმებმა თავიანთი პრობლემები გაახმოვანეს - დროის ნაკლებობა პაციენტთან ურთიერთობისას, კანონებში არსებული ხარვეზები, მედპერსონალის უსაფრთხოება და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ფონდთან თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით. ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულებასა და ფონდ „სოხუმს“ შორის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
ფონდ „სოხუმში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდა ძალადობის ფაქტების იდენტიფიკაციაში და რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივები.“
შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, პროკურატურის, შსს საქალაქო სამმართველოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები. რამდენად არის ჩართული სამედიცინო პერსონალი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებაში, რა ვალდებულებები აკისრია და რა გზებითაა შესაძლებელი აქტიური მონაწილეობა პრევენციასა და მსხვერპლის დახმარებაში - ძირითადი აქცენტი ამ საკითხებზე გაკეთდა. მონაწილეებმა ისაუბრეს ცალკეული სუბიექტების მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებზე. დაფიქსირდა წინადადებები სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდისა და რეფერირების სუბიექტებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ, რა მეთოდებით უნდა მოხდეს გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ დონეზე. რას ნიშნავს გენდერული აუდიტი, რას მოიაზრებს გენდერული ბიუჯეტი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში უკვე ინერგება გენდერული მიდგომები, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ეფექტურ მუშაობაზე. მონაწილეების მხრიდან იყო შეკითხვები.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“
შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. საუბარი შეეხო საკითხებს - რა სჭირდება გენდერული მიდგომების დანერგვას მუნიციპალიტეტებში, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
ითქვა, რომ მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი წინაპირობა ამ მიმართულებით მუშაობისთვის: ადგილობრივი სოციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სოციალურად სენსიტიური პროგრამების დანერგვის ტენდენცია, ორიენტაცია საჭიროებათა გამოვლენის პრაქტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან სერვისებზე, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა - სწორედ ის საკითხებია, რაც გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის ქვაკუთხედია.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა ვანის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.
მონაწილეთა მხრიდან გაიჟღერდა, რომ გენდერული პოლიტიკის ფორმირება მუნიციპალიტეტში საწყის ეტაპზეა, ამიტომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა ჩეხეთიდან კლარა კოზლოვამ, რომელმაც გენდერულ აუდიტზე და ამ მიმართულებით ჩეხეთში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დასამკვიდრებლად.