მრგვალი მაგიდები (54)

მრგვალი მაგიდა – შეხვედრები, შეკრებები გარკვეული პრობლემების განხილვისა და ადვოკატირებისათვის. მრგვალი მაგიდა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ როლსაც ასრულებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ემსახურება.

  

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მოწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები. გულისტკივილით გაიხსენეს აფხაზეთი, დევნილობასთან დაკავშირებული სირთულეები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ პროგრამებზე და დევნილთა განსახლების საკითხებზე. შეხვედრა აქტიურად წარიმართა და მონაწილეებმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brotfür die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

      

ფონდ „სოხუმში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა  თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - რეფერალური სუბიექტების მუშაობა: გამოწვევები, პრობლემები, დაძლევის გზები“. 
მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სააგენტოების, იურიდიული მომსახურების ცენტრების, პოლიციის სამმართველოს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის წარმომადგენლები, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელები.

შეკრებილებმა ისაუბრეს პრობლემაზე და მისი მოგვარების რეალურ გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმის“ ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის მიზანი იყო დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებზე და პროგრამებზე. შეხვედრაზე მოწვეული იყო ფოთის მერიის ჯანდაცვის და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაკალათია და ისაუბრეს მუნიციპალურ პროგრამებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი, ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.

მრგვალი მაგიდის დროს მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს: ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ, სოლიდარობის წარმატებული მაგალითები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგები და გეგმები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სენაკში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული ძლადობა დაძალადობრივი გარემოს გავლენა მოზარდის განვითარებაზე“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე, გამგეობის წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სენაკის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები, პედაგოგები, პროექტის მონაწილენი, მასმედიის წარმომადგენლები და აგრეთვე ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების სამი წარმომადგენელი.
გენდერული აღზრდისა და გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი გააკეთა ექსპერტმა სოფიო ჯანაშიამ (სენაკის პოლიციის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი). პრობლემის ფსიქო-სოციალური ასპექტები განიხილა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თამარ კალანდაძემ.
ექსპერტების გამოსცლამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. სენაკისა და ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლმა სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  პროექტს დადებითი შეფასება მისცეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა სენაკის საკრებულოში. მონაწილეთა შორის იყვნენ საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდაობის კვირეულთან და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით. გაიმართა დისკუსია ქალთა როლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1როგორ უნდა იქნეს მიწოდებული ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ  და რომელსაც ყველა  -  მშობელი, მასწავლებელი, ექიმი - ცდილობს ერთმანეთს „მიუგდოს“; რას მოიცავს გენდერული განათლება; რა განაპირობებს საკითხებისადმი გენდერულ მიდგომას - ანუ - გამოკვეთილად ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მრავალრიცხოვან ოჯახებში, მოვალეობებისა და როლების ოპტიმალურ და სამართლიან  განაწილებას; რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ხარვეზები მოზარდების აღზრდა-განათლებაში და როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ კუთხით  სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ...

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ თემებზე სასაუბროდ ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე რამდენიმე თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ღონისძიებას სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „აჭარამ“.

 2 3 4

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ და გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფმა“ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდაზე ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი - როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“  შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა პროექტის მონაწილეები, ბენეფიციარები, თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინტელიგენციის და მედიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

რა საქმიანობა განახორციელა პროექტის განმავლობაში ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, რასაც უკვე ბათუმის საკრებულოში ოფიციალურად ფორმირებული გენდერული საბჭო გააგრძელებს; რომელი საკითხების წარმატებული  ადვოკატირება მოახერხა ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა; როგორ აფასებენ ახალგაზრდებთან ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობას პედაგოგები და მოზარდები - შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი შეაფასეს, როგორც ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული და  სამომავლოდ ამ მიმართულებით საქმიანობის მხარდაჭერის აუცილებლობა დაასაბუთეს. მაღალი შეფასება მიეცა ფონდი „სოხუმის“ როლს ბათუმში გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროექტის ფარგლებში პროფესორ რამაზ სურმანიძის ავტორობით გამოცემულმა მეთოდურმა სახელმძღვანელომ „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ბათუმის  აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკამ უკვე დააანონსა.

მრგვალი მაგიდა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა. ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარას“, „ტვ-25“-ის, რადიო „თავისუფლების“ ეთერში.

   

1ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღისა და წარმატებულ ქალთა შესახებ, გაიგეს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე.
მრგვალი მაგიდის დროს გამოიკვეთა - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური რეაბილიტაციის და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ინფორმაციის მოწოდების პრობლემები.
 
პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე გრძელდება მრგვალი მაგიდების ციკლი. სენაკის და წყალტუბოს შემდეგ მრგვალი მაგიდა გაიმართა ზუგდიდში, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის სააქტო დარბაზში.

შეხვედრა მიეძღვნა კვლევას „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“. კვლევის ძირითადი საკითხების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა ისაუბრეს მოლაპარაკებათა პროცესზე, ჩამოაყალიბეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის, განსაკუთრებით კი ქალთა ჯგუფების პოზიციები - კონფლიქტის მოგვარების გზები და ახლებური ხედვა.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები