მრგვალი მაგიდები (54)
მრგვალი მაგიდა – შეხვედრები, შეკრებები გარკვეული პრობლემების განხილვისა და ადვოკატირებისათვის. მრგვალი მაგიდა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ როლსაც ასრულებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ემსახურება.
9 მარტს ქუთაისის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები, ახალგაზრდები, თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. დისკუსიის დროს განსაკუთრებულად გამოიყო სამოქალაქო დიალოგის და მისთვის ახალი სივრცის შექმნის აუცილებლობის საკითხი.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებთან და გოგონებთან ჩატარებული ტრენინგის შესახებ და მათ ხედვებზე, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მრგვალ მაგიდაზე გაიმართა კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახალ გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“ პრეზენტაცია.
მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ყველა ინფორმაციას, აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ აქტიური მუშაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის და წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მუნიციპალური სოციალური პროგრამები. ინფორმირებული დევნილები თავიანთი საჭიროებების მიხედვით გამოიყენებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წყალტუბოს საკრებულოში მოაწყო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით.
მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა, აქტიურმა ქალებმა.
შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციაზე და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის იჯარით უზრუნველყოფისა და ფსიქო–სარეაბილიტაციო ხარჯებისათვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა ქუთაისშიც, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას. ნაჩვენები იქნა მოეწყო 8-წუთიანი ფილმის „ძალადობის წრე“ ჩვენება და განხილვა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, მასში გაჟღერდა, რომ აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერება და საზოგადოების ყველა სეგმენტის გაერთიანება.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩაატარეს მრგვალი მაგიდები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრებზე გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღეზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციასა და ძალადობაზე. საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას, შედეგებს და წარმატებულ მაგალითებს.
დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღე მრგვალი მაგიდით აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში და მიღწია მიზანს - მათ მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალურ პროგრამებზე, გაიგეს უფრო მეტი სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით არსებულ მხარდაჭერაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ინიციატივით საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ითქვა ქალთა სოლიდარობის კვირეულის და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება 8 მარტს მირთმეული ყვავილებით, რომ ქალთა უფლებების დაცვა აქტუალური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის - ეს აქტუალური საკითხი განიხილეს წყალტუბოს საკრებულოს დარბაზში, სადაც თავი მოიყარა საინტერესო აუდიტორიამ: თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ახალგაზრდები, ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.
მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელშიც მოცემულია კონფლიქტისშემდგომი პერიოდის და მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები, გალის მოსახლეობის პრობლემები და პოტენციალი.
ჯგუფური მუშაობის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით