ფორუმ-თეატრი (76)

ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან  მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).

1 2 3 4 5

ოქტომბერში აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრის ახალ წარმოდგენებზე მუშაობა, რეპეტიციები, დიალოგების დამუშავება, რომელშიც ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი.

წარმოდგენები ტარდება ქალაქის პარკებში. პანდემიის გამო მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ინტერესი მაინც ვლინდება, გამვლელები ამხნევებენ მსახიობებს: „არ მოდუნდეთ, თქვენ საჭირო საქმეს ემსახურებით“.

პანდემიამ მსახიობებს ასწავლა, რომ უნდა ჰქონდეთ ვიდეოჩანაწერები, რათა ინტერნეტით შეძლონ ურთიერთობა მაყურებელთან. სწორედ ამ მიღებული გაკვეთილების მიხედვით მოქმედებენ ისინი ახლა - ამზადებენ ვიდეორგოლებს, აკეთებენ წარმოდგენების ჩანაწერებს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 3 4 5 6 7

სექტემბერში აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ღია ცის ქვეშ. დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მაყურებელთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ წარმოდგენები მაინც იმართება. ფორუმ-თეატრის ახალი ინიციატივაა - ინტერვიუები მოქალაქეებთან - სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან. საუბარი მიმდინარეობს ძალადობის მიზეზებზე, შედეგებზე, გამოსავალზე.  იქვე თამაშდება სცენა, ეს არის ერთგვარი „ერთი მაყურებლის თეატრი“, რაც ძალიან შთამბეჭდავია ყველასთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 45

დასრულდა კიდევ ერთი ზაფხულის ცხელი სეზონი ფორუმ-თეატრის ისტორიაში. ახალგაზრდა მსახიობებმა  ჩვენებები გამართეს ღია ცის ქვეშ, ქუთაისის ცენტრალურ

პარკში, სიყვარულის პარკში.

15 სექტემბრიდან დაიწყება ახალი სეზონი - ეს იქნება გასვლები რეგიონებში, სადაც ჩატარდება ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ძალადობის, ბულინგის, ოჯახური ურთიერთობების და სხვა აქტუალურ თემებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ზაფხულის ცხელ დღეებშიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას - იწერება ახალი სცენარები, ტარდება რეპეტიციები, ფეისბუქგვერდზე ხდება პერსონალური ვიდეოებისა და მონოლოგების განთავსება.

და კიდევ: დაიწყო ახალი რუბრიკა „პაემანი რიონთან“, რომელიც დამუშავების პროცესშია.

ფორუმ-თეატრი არის და რჩება ფონდი „სოხუმის“ ყველაზე ორიგინალურ აქტივობად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

ფორუმ-თეატრი ერთ-ერთი პოპულარული კომპონენტია პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.

ივნისში განახლდა რეპეტიციები ოფისში, დაიდგა ახალი სცენები. ჯერ კიდევ არ შეიძლება დაგეგმილი წარმოდგენების ჩატარება ღია ცის ქვეშ, ამიტომ ისევ გაგრძელდა აქტიური მუშაობა სოციალურ ქსელში. წარმოდგენილი იყო: პერსონალური ვიდეოები, მონოლოგები, ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები - ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე თვის განმავლობაში 32 აქტივობაა წარმოდგენილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

ფორუმ-თეატრის ონლაინ მუშაობა აქტიური და კრეატიულია. სააქტო დარბაზებისა და ქუჩაში მოწყობილი სცენების ნაცვლად ახლა მისი სივრცე - ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდია!

ტარდება საინტერესო აქტივობები: ხდება ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის საარქივო მასალების დამუშავება-განახლება, კეთდება ფოტოკოლაჟები, ვიდეორგოლები, სლოგანები, ლიტერატურული პრეზენტაციები. ფორუმ-თეატრის მსახიობები და რეჟისორი მაგდანა ჩიხლაძე კითხულობენ ლექსებს, მსხვერპლი ქალების მონოლოგებს. ზოგჯერ ახალგაზრდები ახალისებენ მკითხველებს  და იუმორისტული ვიდეორგოლებით აჩვენებენ, როგორ ერთობიან სახლში.

30 ონლაინ აქტივობა მაისის თვეში - ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა. ფორუმ-თეატრმა დიდი გამოცდილება მიიღო კარანტინის პერიოდში - მოზარდებმა ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ფორუმ-თეატრს მრავალწლიანი და საინტერესო ისტორია აქვს. ახლა, კარანტინის დღეებში ის ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - როგორ იმუშაოს მაყურებლის გარეშე?

მაგრამ გამოსავალი გამოჩნდა - აუდიტორიად იქცა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდი, რომელსაც 3000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს - https://www.facebook.com/fsokhumi/.

ახალგაზრდა მსახიობებისგან საინტერესო ინიციატივები წამოვიდა.

რეჟისორ მაგდანა ჩიხლაძის დახმარებით აპრილიც გამორჩეულ თვედ იქცა ფორუმ-თეატრის ცხოვრებაში: ინტერნეტში გაჩნდა არქივიდან ამოღებული ჩანაწერები, ფილმები ტელეგადაცემები. ამას დაემატა მსახიობების ვიდეომიმართვები პანდემიასთან დაკავშირებით, ფოტოკოლაჟები, დიალოგები  სცენებიდან.

საინტერესო იყო წინა თაობის მსახიობთა და პირველი რეჟისორის, ამჟამად საფრანგეთში  მოღვაწე კოტე რევიშვილის ვიდეომიმართვები - ეს წარმატებული ადამიანები გულწრფელად საუბრობენ ფორუმ-თეატრის როლისა და გავლენის შესახებ მათ ცხოვრებაზე.

ყველაფერი ეს სანახაობრივად შთამბეჭდავი და ორიგინალურია. ასე აქტიურია ფორუმ-თეატრის ონლაინ რეჟიმი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ხონის მეოთხე საჯარო სკოლასა და  სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში. ყველაზე აქტიური დისკუსია გაიმართა შეყვარებულების  და დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველ სცენებზე.

მაყურებლები საუბრობდნენ ოჯახური ძალადობის, მიგრაციის, ნარკომანიის და ნაადრევი ქორწინების პრობლემების შესახებ. ფორუმ-თეატრის წარმოდგენებმა მათ ყოველდღიური ცხოვრების რეალური სურათი დაანახა და გამოსავლის გზებზე დააფიქრა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 

 3 4

ფოთის მე-10 და მე-11 საბავშვო ბაღებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები.

ბავშვები დიდი ინტერესით და სიამოვნებით უყურებდნენ ზღაპარ „თალგამს“, მოსწონდათ მისი პერსონაჟები, ხედავდნენ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს... სახალისო მუსიკამ პატარა მაყურებელი საცეკვაოდ განაწყო. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვები უზიარებდნენ ერთმანეთს, რა მოეწონათ, რა იყო მათთვის საინტერესო...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

ჩრდილების თეატრი ქუთაისის კერძო საბავშვო ბაღს ესტუმრა და ორი წარმოდგენა გამართა სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისთვის. პატარებმა დიდი ინტერესით უყურეს მათთვის დადგმულ ზღაპარს „თალგამი“.

ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები თალგამის „ამოღებაში“, მათ ძალიან მოეწონათ წარმოდგენა, ბაღის დირექტორმა კი საინტერესო წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მსახიობებსა და რეჟისორს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები