ფორუმ-თეატრი (76)

ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან  მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).

 

ფორუმ-თეატრი სტუმრად ეწვია სენაკს და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში ჩაატარა წარმოდგენები. ნაჩვენები იყო 6 სცენა, მათ შორის ერთი ახალი - 16 წლის გოგონას როგორ ათხოვებს მამა. ამ სცენამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. ახალგაზრდებმა თამამად ისაუბრეს ზოგიერთ ტრადიციაზე, რომელიც ძალადობის ტოლფასია. შედეგად, მაყურებელმა აღნიშნა, რომ ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს  და მავნე ტრადიციებს უარი ეთქვას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

პედაგოგები, დირექტორი, მშობლები - ეს იყვნენ მაყურებლები, რომლებიც ფორუმ-თეატრის პირველი სცენის შემდეგ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ დაიწყეს საუბარი საკუთარ პრობლემებზე. სულ ნაჩვენები იყო 6 წარმოდგენა, სამ სცენაში პედაგოგმა და მშობელმა განასახიერეს მსხვერპლი და მაყურებელს შესთავაზეს პრობლემის მოგვარების ვარიანტები. მათმა ჩართულობამ განსაკუთრებით ნაყოფიერი გახადა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ბათუმში სტარტი აიღო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტმა „ბათუმის ახალგაზრდები - არაძალადობრივი საზოგადოებისთვის“, რომელიც ბათუმის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ არის დაფინანსებული. გავრცელდა  პრეს-რელიზი, რომლითაც საზოგადოებას პროექტის დაწყების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.
18 ივნისს N2 სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა დიდი შეხვედრა, რომელზეც ექვსი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ.
სასკოლო ფორუმ-თეატრებისთვის შეირჩა მოსწავლეები, დაიწყო მუშაობა სცენარებზე.
პროექტს სოლიდარობა გამოუცხადა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა, რომელმაც იმ დღეს საჩვენებელი წარმოდგენა გამართა და დამსწრეთათვის თვალსაჩინო გახადა ფორუმ-თეატრის დისკუსიების სპეციფიკა.
შემდეგი აქტივობა  ტრენინგი იქნება, რომელიც პროექტის მონაწილეებს ფორუმ-თეატრის არსის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მისცემს.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა ჩაატარა წარმოდგენები წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. დამსვენებლებმა უარი თქვეს ფოტოების გადაღებაზე, მაგრამ დისკუსიაში ჩაერთნენ და საკუთარი პოზიციები გამოხატეს. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ისინი დაინტერესდნენ, თუ საიდან წარმოიშვა ასეთი სცენები და მსახიობებთან ერთად საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სცენები მართლაც რეალურია, მიწოდების ფორმა კი - ორიგინალური.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენებზე ქუთაისის ცენტრალურ პარკში დამსწრეთა შორის უმეტესობა ასაკოვანი მამაკაცი იყო.
პირველივე სცენამ ოჯახური ძალადობის თემაზე დისკუსია გამოიწვია. ზოგიერთი მაყურებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ დღეს ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ახალგაზრდები ადვილად ანგრევენ ოჯახებს და ქალის ცხოვრებაც   საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს 6 სცენა. სცენარის შეცვლის პროცესში მაყურებელი არ ჩართულა,  მაგრამ აქტიური დისკუსია გაიმართა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე. 

 

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრის 6 წარმოდგენა გაიმართა. 83 მაყურებელი იყო დარბაზში - მოსწავლეები, მასწავლებლები. ისინი ემოციას და მოწონებას ტაშით გამოხატავდნენ. მაყურებელთა მოთხოვნით, დედა-შვილის სცენა მსახიობებმა ორჯერ ითამაშეს. აქტიური მაყურებლები დისკუსიაშიც ჩაერთნენ და ისაუბრეს პრობლემაზე, გამოსავალზე, თითოეული ადამიანის წვლილზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები